დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თამარ სანიკიძე – “თუკი დამტკიცდა დირექტორის დანაშაული, მაქსიმალური სანქცია იქნება გამოყენებული”
2015/11/11 10:56:09

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის 130-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.

 

მინისტრის თმით, საკითხის შესწავლა სამინისტროს მონიტორინგის სამსახური და შიდა აუდიტი უკვე იკვლევს.

 

„ეს საკმარისი იყო ჩვენთვის იმისთვის, რომ საქმის წარმოება დაგვეწყო. ჩვენი შიდა აუდიტი და შესაბამისად, მონიტორინგის სამსახური დილიდან უკვე სკოლაში იმყოფება და ვიკვლევთ, რა მოხდა და რა გადაცდომას აქვს ადგილი. როგორც კი დამთავრდება და პირველადი ინფორმაცია მექნება, შემდეგ დეტალურად გავაკეთებ განცხადებას. სერიოზული სანქცია იქნება. მაქსიმალური სანქცია, რაც კი რაიმე შეიძლება გამოვიყენოთ, თუ ეს ნამდვილად დადასტურდა. თუ ეს დადასტურდა აუცილებლად გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რადგან ასეთ რამეს, მითუმეტეს ბავშვებთან მიმართებაში, მე პირადად არც ერთ სკოლაში არ დავუშვებ. იმ შემთხვევაში, თუკი დამტკიცდა დირექტორის დანაშაული, მაქსიმალური სანქცია იქნება გამოყენებული,“ – განაცხადა თამარ სანიკიძემ.


როგორც სამინისტროში განმარტავენ, საკითხის შესწავლის შემდეგ კვლევის შედეგები გასაჯაროვდება.

 

ორი დღის წინ 130-ე სკოლის მოსწავლის მშობელმა რუსა ამირეჯიბმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის კანის ფერის მიზეზით მისი შვილის მისამართით სკოლაში არსებულ დისკრიმინაციაზე მიუთითებს და აღნიშნულის გამო ჩივილს აპირებს.

 

„ბოდიშს გიხდით, რომ ჩემი ფერადკანიანი შვილი თქვენს სკოლაში, თქვენს კლასში დადის,“ – რუსა ამირეჯიბი

 

რას გულისხმობს მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი:


მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი განსაზღვრავს საჯარო სკოლის მასწავლებელთა დისციპლინური გადაცდომების ნუსხას, დისციპლინური სახდელის სახეებს და ადგენს დისციპლინური წარმოების წესს. კერძო სკოლის მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესს განსაზღვრავს კერძო სკოლა.

ამ წესის მიხედვით, მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომაა: მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N57/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის“ დარღვევა; საჯარო სკოლის შინაგანაწესის ან/და სკოლის წესდების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება; სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ; სკოლის ტერიტორიაზე/სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა.

მასწავლებლის სხვა დისციპლინური გადაცდომები შესაძლებელია განისაზღვროს სკოლის შინაგანაწესით.

მასწავლებლის მიერ ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომებიდან ერთ-ერთის ჩადენის დისციპლინური წარმოების შედეგად დადასტურების შემთხვევაში შეიძლება დაკისრებულ იქნეს ერთ-ერთი დისციპლინური სახდელი.

ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით დისციპლინური სახდელებია: შენიშვნა; საყვედური; სასტიკი საყვედური; სამსახურიდან გათავისუფლება. დისციპლინური სახდელის სხვა სახე შესაძლებელია განისაზღვროს სკოლის შინაგანაწესით.

ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება დაკისრებულ იქნეს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე. დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის დაკისრება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას.

დაუშვებელია სკოლის მიერ მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის რომელიც მან ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი.

მასწავლებლისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შეიტანება მის პირად საქმეში.

დისციპლინური გადაცდომების განხილვაზე უფლებამოსილია დისციპლინური კომიტეტი.

დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს: მოსწავლის, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის, შესაბამის სკოლაში დასაქმებული პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, მასწავლებლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.

მასწავლებელს უფლება აქვს დისციპლინური დევნისას ისარგებლონ დუმილის უფლებით. დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მასწავლებელს დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.

დისციპლინური კომიტეტის სხდომას ხსნის და დახურულად აცხადებს დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული (არჩეული) სხდომის თავმჯდომარე. დისციპლინური კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა.

სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით, სკოლის დირექტორის უარი მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე ან დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ საჩივრდება სამეურვეო საბჭოში, სააპელაციო კომიტეტში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება შეიძლება დაიწყოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 3 წლისა.

 

წყარო: http://edu.aris.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5663
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია