დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში რევაზ მიშველაძის 75 წლის იუბილე აღნიშნეს
ავტორი: თამარ გოგიჩაიშვილი
2015/11/10 13:38:44

სახალხო მწერლის ტიტულით დაჯილდოვებულს, იუბილარ მწერალსა და ნოველისტ რევაზ მიშველაძეს 75 წელი  ქუთათურებმა ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში მიულოცეს.

 

მისი აკვანი ქუთაისში დაირწა,  1940 წელს პედაგოგიკის პროფესორის აქვსენტი მიშველაძისა და ქართულის მასწავლებლის თინა გველესიანის  ოჯახში დაიბადა. ბავშვობა მარტვილის რაიონის სოფელ თარგამეულში გაატარა, სადაც იზრდებოდა 7 წლამდე. 1947 წელს შეიყვანეს ქუთაისის ვაჟთა № 7- სკოლაში, სადაც სწავლობდა 1954 წლამდე. 1954 წელს გადაიყვანეს ქუთაისის №4- საშუალო სკოლაში რომელიც დაამთავრა 1958 წელს. 1958 წელს ჩაირიცხა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, საიდანაც პირველი კურსიდანვე სასწავლებლად გადავიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნაალისტიკის სპეციალობაზე.

 

მწერალს არ ახსოვს, როდის დაიწყო წერა და რა ერქვა მის პირველ მოთხრობას, მაგრამ კარგად იცის და ესმის, რომ მწერალი უნდა ემსახურებოდეს ხალხს, ნოველებითა და მოთხრობებით თქვას მათი გასაჭირი თუ ბედნიერება.

 

სახალხო მწერლის ტიტულოვან, შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დავით გურამიშვილისა და კიდევ მრავალი პრემიების ლაურეატ მწერალს, შემოქმედებით საღამოზე ქალაქის მერიამ  საპატიო ქუთაისელის წოდებაც უბოძა.

„ თუ ჩემი ლიტერატურა რაღაც ფაქტებად მაინც გამოადგება 25 საუკუნეს, თუ უპასუხებს ილია ჭავავაძის მიერ ჩვენთვის სამუდამო შეკითხვად დადებულ ორ სიტყვას: რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდი, მე ბედნიერი კაცი ვიქნები,“ - ამბობს რევაზ მიშველაძე.

 

 ღონისძიებას მწერლის შემოქმედების ამსახველი ვრცელი ვიდეომასალა ერთვოდა. რომელიც პოეტ მაყვალა გონაშვილის ორგანიზატორობით დამზადდა:

 

„ჩვენს თვალწინ ჩაიარა ერთი ადამიანის ცხოვრების გზამ, მე როდესაც ამ ვიდეომასალებზე ვმუშაობდი, კიდევ ოცი ამდენი თაროზე დავდე. აქ არის ბატონი რევაზ მიშველაძე მოღვაწე, მწერალი, თავისი მოგონებებითა. მე ვფიქრობ, რომ ერთი ფილმი უნდა გადავიღოთ ცალკე მის იუმორზეც. თუ მწერალს დღეს საქართველოში მოენატრება უსაყვარლესი ადამიანები და თბილი დახვედრა, ქუთაისში უნდა  ჩამოვიდეს რამდენიმე წუთით მაინც, ის უთუოდ სულში სიმშვიდეს იგრძნობს“.

  

„რევაზ მიშველაძე სამშობლოს ისეთი ერთგული ჯარისკაცია, რაც თავი მახსოვს ხმალი ქარქაშში არ დაუგია. რევაზ მიშველაძე მკლავ და ხმალგამოწვდილი მებრძოლია,“- წერდა ოტია იოსელიანი.

 

როგორც იუბილეზე აღინიშნა რევაზ მიშველაძის შემოქმედება  25 ტომად არის გამოცემული, აქედან 15 შედგება ნოველებისაგან. 500 ნოველაში გაშლილია ის პრობლემები, რაც საქართველოს დღევანდელობას აწუხებს.  მისი ნოველების უმეტესობაში მკითხველი იმერეთში იმოგზაურებს.

საიუბილეო საღამოზე თავი მოიყარეს მწერლობისა და საზოგადოების ღირსეულმა წარმომადგენლებმა და უბრალოდ მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა.

 

საღამოს ორგანიზატორები იყვნენ  ქუთაისის მერია, მწერალთა კავშირი, იმერეთის სამხარეო ორგანიზაცია და საზოგადოება ქუთაისელი .

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 23866
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია