დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სახელი დასახელდა
2015/11/10 11:07:10

რას არქმევენ მშობლები ახალშობილ შვილებს ყველაზე ხშირად? ამერიკელი ექსპერტების ჯგუფმა, ლორა უეტენბერგის ხელმძღვანელობით, ბავშვის ყველაზე პოპულარული სახელის დასადგენად კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ ეს სახელი - სოფიაა. ამის შესახებ The Independent-ი იტყობინება.


კვლევის თანახმად, გოგოს სახელი სოფია მსოფლიოს 9 ქვეყანაში პირველ ადგილზეა, მათ შორისაა მექსიკა, იტალია და რუსეთი.

 

აშშ-ში ეს სახელი პოპულარობით მესამე ადგილზეა, კიდევ 20 ქვეყანაში კი სტაბილურად მეორე-მესამე ადგილს იკავებს.

 

ლორა უეტენბერგის თქმით, ბევრ ქვეყანაში სახელი სოფია ერთნაირად ჟღერს, რაც კულტურის გლობალიზაციაზე მიუთითებს.

 

"ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. სხვადასხვა ენაში სოფია ერთნაირად გამოითქმის. რაც ჩენი აზრით კულტურის გლობალიზაციის შედეგია" - განაცხადა ექსპერტმა.

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ სოფია ძველბერძნულიდან "სიბრძნეს" ნიშნავს.

 

წყარო: http://newposts.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2369
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია