დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჩუქარი რეგიონულ მედიას - პოლონეთში სტაჟირება
2015/11/06 21:01:52

პოლონურ ასოციაციისდემოკრატიული აღმოსავლეთიდა კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის პროექტის - საქართველოს ადგილობრივი  გაზეთები მობილურ სინამდვილეში-  ფარგლებში მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ აღმოსავლეთის ბიუროს ხელმძღვანელი პაატა ცნობილაძე პოლონეთში სტაჟირებით დაჯილდოვდა. რედაქციას კი დიპლომი და ინტელექტუალური პრიზი გადაეცა.


17-დან 23 ოქტომბრამდე ქართული რეგიონული მედიის რვა წარმომადგენელი იმერეთიდან, გურიიდან, კახეთიდან, სვანეთიდან, ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან პოლონეთის ქალაქ კრაკოვოში სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ.


ისინი სტუმრობდნენ ადგილობრივ მედიაორგანიზაციებს და ადგილზე ეცნობოდნენ მათ საქმიანობას .


ქართველი ჟურნალისტებისათვის მრავალმხრივ საინტერესო იყო პოლონელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება მულტიმედიური შაობის პრინციპებ შესახებ, თუ როგორ უნდა მიაწოდო აუდიტორიას თანამედროვე სტანდარტებით შექმმნილი მედია პროდუქტი, როგორ უნდა გაითვალისწინო მკითხველტა მრავალმხრივი ინტერესი.


ქართველ ჟურნალისტებს მასპინძლობასა და მეგზურობას უწევდნენ პროექტის ორგანიზატორები და ადგილობრივი გაზეთების წარმომადგენლები: აგნეშკა ნოვინკა - პროექტის ხელმძღვანელი, მარჩინ ბანკპროექტის მთავარი ტრენერიპიოტრ კრიშიაკი, იაროსლავ ბაბიცკიპოლონური ადგილობრივი გაზეთების გამომცემლებიალიცია მოლენდაპოლონური ადგილობრივი გაზეთისრჟელომგამომცემელი, პოლონეთის ადგილობრივი გაზეთების ასოციაციის თავმჯდომარე.


ქართული მედიის წარმომადგენელტა ვიზიტი კრაკოვოში რამდენიმე ადგილობრივმა მედია გამოცემამ გააშუქა.

 

 

ქართული რეგიონული გამოცემების წარმომადგენელთა ვიზიტი ვრცლად გააშუქა ასევე პოლონურმა გამოცემამ "პრჟელომ"

http://przelom.pl/17563-miedzynarodowo-w-redakcji-przelomu.html

 

გარდა პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა, პოლონელმა მასპინძლებმა ქართველ ჟურნალისტებს ისტორიული მნიშვნელობის ადგილებიც დაათვალიერებინეს. კერძოდ, ოსვენციმის (აუსშვიცის) საკოცენტრაციო ბანაკი და ვაველის სასახლე კრაკოვში.


პროექტი დაფინანსდა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2015 წლის თანამშრომლობის განვითარების პროგრამისდემოკრატიის მხარდაჭერადა თავისუფლების ფონდის პოლონურ-ამერიკული პროგრამაცვლილებები რეგიონში“RITA-ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი განათლება დემოკრატიისთვის.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 38111
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია