დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი რეგულირება საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეებისათვის
2015/11/04 11:59:08

საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეების შრომითი უფლების დასაცავად ახალი რეგულაციები ამოქმედდა

 

მეწარმე-სუბიექტები, რომელთა საქმიანობაც  საზღვარგარეთ შრომით მიგრაციასთანაა დაკავშირებული, რეგისტრაციას იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაივლიან. შესაბამისი ცვლილებები „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში, „მეწარმეთა შესახებ“ კანონსა და „საჯარო რეესტრის“ შესახებ კანონში  ძალაში პირველი ნოემბრიდან შევიდა. 

 

ახალი რეგულაციების თანახმად, მეწარმე-სუბიექტები,  რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში დასაქმებას ან დასაქმებაში დახმარებას სთავაზობენ, ვალდებულები არიან, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებისას აუცილებლად მიუთითონ თავიანთი საქმიანობის ეს სფერო. იმ კომპანიებმა კი, რომლებიც  უკვე საქმიანობენ საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში დასაქმების კუთხით, საჯარო რეესტრს 2016 წლის პირველ მაისამდე უნდა მიმართონ და საკუთარი საქმიანობა სამეწარმეო რეესტრში დააფიქსირონ.  იგივე ვალდებულება ეკისრებათ აგრეთვე  უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალებს, რომლებიც უცხოელებს სთავაზობენ საქართველოში დასაქმებას.  ამ მოთხოვნის შეუსრულებლობების შემთხევევაში კანონი ადმინისტრაციულ სახდელს ითვალისწინებს. რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა ჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორები ჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით.

 

საჯარო რეესტრი იღებს გადაწყვეტილებას სუბიექტების რეგისტრაციის შესახებ და ამზადებს ინფორმაციას მათი საქმიანობის თაობაზე. ცვლილებები უკვე განხორციელდა სამეწარმეო რეესტრის პროგრამაშიც. საქმიანობის რეგისტრაციას დაემატა ახალი ველი: საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ სუბიექტად რეგისტრაცია.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს და ავტორიზებულ პირებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 2 405 405

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7783
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია