დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ!
ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველი 40 ოჯახისთვის შენობის ყიდვას გეგმავს
ავტორი: თამარ გოგიჩაიშვილი
2015/10/31 20:47:22

ქალაქ ქუთაისის მერია ატარებს ბაზრის კვლევას დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ.

კერძოდ, მერიას განზრახული აქვს, სოციალურად დაუცველი პირებისათვის, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი, შეიძინოს არანაკლებ 40 ოჯახზე გათვლილი შენობა.

შენობა უნდა იყოს დასრულებული, გარემონტებული, აღჭურვილი საჭირო ავეჯით და ტექნიკით.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია იწვევს სამშენებლო ფირმების წარმომადგენლებს და ასევე, მათ, ვისაც საკუთრებაში აქვთ დასრულებული და საცხოვრებლად ვარგისი შენობები. ყველა დაინტერესებულ პირს მერია თხოვს,მობრძანდნენ ოთხშაბათს, 4 ნოემბერს, რუსთაველის გამზირი #3(ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, მეორე სართული), რათა განისაზღვროს ქუთაისის ტერიტორიაზე საცხოვრებლად ვარგისი შენობების სავარაუდო ღირებულება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4170
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია