დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასწავლო ვიზიტები ლეჩხუმისა და სვანეთის მოსწავლეებისთვის
2015/10/31 20:09:05

სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის’’ ფარგლებში ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების სოფლების ლაჯანის, ლაცორიის, ტვიშის, ჩხუტელის, ზუბის, ჩოლურის, ხოფურის და ხელედის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებისათვის, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით საინტერესო სასწავლო ვიზიტებსა და შეხვედრებს გაუკეთდა ორგანიზება.

 
მოსწავლეები საქართველოს პარლამენტში, ქუთაისის იუსტიციის სახლში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრ ლიცეუმსა და სააპელაციო სასამართლოში იმყოფებოდნენ. კლუბის წევრებმა დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, გაეცვნენ საჯარო და სასწავლო დაწესებულებათა ფუნქციებს, მუშაობის სტილს. 


სასამათლოში კლუბის წევრები სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს დიმიტრი გვრიტიშვილს შეხვდნენ, რომელიც მოსამართლედ დანიშვნისას ერთერთი ყველაზე ახალგაზრდა მოსამართლე გახლდათ. ბატონი დიმიტრი მოსწავლეებს სასამართლო სისტემასა და საქართველოში სასამათლოს განვითარების ისტორიაზე ესაუბრა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3895
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია