დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არა ნიკოტინს!
2015/10/26 19:00:06

სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ნიკოტინის წინააღმდეგ ღონიძიებებს გაუკეთეს ორგანიზება. კლუბის წევრებმა სკოლაში ის ადამიანი მოიწვიეს, რომელმაც თავი დააღწია მავნე ჩვევას – სიგარეტს. მან ახალგაზრდებს თავისი გამოცდილება გაუზიარა. ასევე მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით, კლუბის წევრებმა მოამზადეს პრეზენტაცია ნარკოტიკის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ და თავიანთ თანატოლებს გაუზიარეს, ნიკოტინის მავნებლობასთან დაკავშირებით შეიქმნა საინფორმაციო ბუკლეტიც, რომელიც თემში გაავრცელეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2640
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია