დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჭიათურობა 2015“
2015/10/26 15:38:38

ჭიათურაში ყოველწლიურად, ოქტომბერში, საერთო-სახალხო ზეიმი „ჭიათურობა“ იმართება. წელს „ჭიათურობას“ კვირეული მიეძღვნა, რომელიც დატვირთული იყო სხვადასხვა ღონისძიებით. მთელი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად მოსახლეობისათვის წარდგენილი იყო თეატრალური, მუსიკალური, ფერწერული, საკონცერტო ნომრები.

 

წლევანდელ „ჭიათურობაზე“, ტრადიციულად, აირჩიეს საპატიო მოქალაქეებიც. საპატიო ჭიათურელის წოდება მიენიჭათ: რესპუბლიკის დამსახურებულ არტისტებს, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობებს იზა ჯიშკარიანს, როდერ ჩაჩანიძეს, ცნობილ ქირურგს ,პროფესორ მერაბ კაპანაძეს, საბჭოთა კავშირისა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონს ჭიდაობაში რაიდი აბრამიშვილს და სიკვდილის შემდეგ საპატიო ჭიათურელის წოდება მიენიჭა ჭიათურელ მეცნიერს, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატს ანზორ ასათიანს.

 

დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, იმერეთის მხარისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის პირველი პირები.

 

„ჭიათურობა 2015“ -ზე ტერიტორიულმა ერთეულებმა ეთნოგრაფიული კუთხეები მოაწყვეს, სადაც დამთვალიერებლებს შეეძლოთ ხალხური რეწვის ნიმუშების ნახვა და იმერული სამზარეულოს დაგემოვნება.

 

 „ჭიათურობა“  25 ოქტომბერს ფოიერვერკით დასრულდა.

 

 

ელისო ხოჯანაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2799
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია