დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დასუფთავების აქციები წყალტუბოსა და ლენტეხში
2015/10/23 19:03:43

 

 

სამოქალაქო კლუბის „ოცნების“ ინიციატივა


სამოქალაქო განათლების პროგრამის მომავლის თაობის ფარგლებში წყალტუბოს შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების" სამოქალაქო კლუბის წევრებმა დასუფთავების აქციას გაუკეთეს ორგანიზება. კლუბის წევრებმა ოცნების ხეივანი და მისი მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

 

 


 დასუფთავების აქცია ხოფურში


სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარგლებში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა დასუფთავების აქციას გაუკეთეს ორგანიზება. 


მოსწავლებმა მდინარის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. უახლოეს მომავალში ისინი საინფორმაციო კამპანიებს ორგანიზებასაც გეგმავენ, რის საშუალებითაც მოსახლეობას გააცნობენ, თუ რა მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია დაბინძურებულ მდინარესა და გარემოს მათ ჯანმრთელობაზე.

 


 

 დასუფთავების აქცია ჩოლლურში

 

სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის'' ფარგლებში, ლენტეხის მუნიციალიტეტის სოფელ ჩოლლურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით დასუფთავების აქცია მოეწყო. 
მოსწავლეთა ინიციატივას მხარი ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა დაუჭირა და დასუფთავების აქციისათვის საჭირო ინვენტარი გამოყო.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2816
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია