დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
25 ოქტომბერს კახეთში რთველის საკოორდინაციო შტაბები დაიხურება
2015/10/23 13:43:19

კახეთის რეგიონში რთველის საკოორდინაციო შტაბები კვირას, 25 ოქტომბერს დაიხურება. 

 

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის  გამართული კომუნიკაციის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ რთველი 2015-ის საკოორდინაციო შტაბი 25 აგვისტოს, თელავში  ოფიციალურად გახსნა.


შტაბის წარმომადგენლობა გურჯაანშიც ფუნქციონირებდა. კახეთში რთველის განმავლობაში შტაბები 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა.


რთველის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7420
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია