დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ და რატომ მოკლა ამირან გიორგაძემ 4 ადამიანი
2015/10/21 10:22:17

რატომ გამოუცხადა ამირან გიორგაძემ მთელ სამყაროს ომი?

კრასნოგორსკის რაიონის, სოფელ ტიმოშკინოში, ბიზნესმენ ამირან გიორგაძის სახლში კიდევ ერთი მოკლულის ცხედარი მაშინ იპოვეს, როდესაც სამართალდაცავები სამი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბიზნესმენის ბინას ჩხრეკდნენ.


რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი, რომელიც ოთხი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, რუსმა სამართლადმაცავებმა ჯერ კიდევ ვერ იპოვეს. მოკლულია ორი სახელმწიფო მოხელე, ერთიც შემთხვევთი გამვლელი და ამირან გიორგაძის ბიზნესპარტნიორი. 
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიორგაძემ სამი ადამიანი მოკლა, თუმცა სოფელ ტიმოშკინოში ნაპოვნი ცხედარით გაირკვა, რომ გიორგაძემ 19 ოქტომბერს ოთხი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. 
სამართალდამცავებმა იპოვეს დამნაშვის მანქანა, რომლითაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა

პოლიციელებმა იპოვნეს ამირან გიორგაძის "რენჯ როვერი", რომელითაც გიორგაძე კრასნგორსკელი ჩინოსნების დახოცვის შემდეგ მიიმალა. 
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე ცნობილია იარაღის ტიპი, რომელითაც გიორგაძემ თავისი ბიზნესპარტნიორი ტრისტან ზაქაიძე მოკლა, ეს არის შაშხანა "საიგა", რომელიც ეჭვმიტანილის სახელზე როგორც სანადირი იარაღი, ისე იყო რეგისტრირებული.
ამირან გიორგაძის მძღოლი შოთა ელიზბარაშვილი

დრამატული მოვლენების აღდგენა მოხერხდა თვითმხილველთა ჩვენებებით, რომელთა შორისაცაა ამირან გიორგაძის 27 წლის მძღოლი შოთა ელიზბარაშვილი, რომელიც თავდაპირველად გიორგაძის თანამზრხველობაში იყო ეჭვმიტანილი, თუმცა ის საკუთარი ნებით გამოცხადდა პოლიციაში და ჩვენება მისცა. 

როგორც საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმირ მარკინმა განაცხადა, ჯერჯერობით შოთა ელიზბარაშვილი ამ საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებს. 

სკანდალი ადმინისტრაციაში


ყველაფერი 19 ოქტომბერს, შუადღისას დაიწყო, როდესაც კრასნოგორსკის საქალაქო ადმინისტრაციაში 56 წლის ბიზნესმენი ამირან გიორგაძე მივიდა. ის წლების განმავლობაში წარმატებულად მოღვაწეობდა სამშენებლო ბიზნესში, ადმინისტრაციაში კი მივიდა, რათა შეხვედროდა კრასნოგორსკის რაიონის ხელმძღვანელის პირველ მოადგილე იური კარაულოვს. ბიზნესმენის ვიზიტი არავის გაჰკვირვებია, მას ქალაქში როგორც ხელისუფლებასთან დაახლოებულ ადამიანს ისე იცნობდნენ, მეტიც, თავად კარაულოვი გიორგაძის მეგობრად მიიჩნეოდა და სამშენებლო ოლიგარქის მფარველობით სარგებლობდა.

მაგრამ ამჯერად, როგორ თვითმხილველები ამტკიცებენ, კაბინეტიდან ისეთი ხმამაღალი საუბარი გამოდიოდა, რომ მთელ კორიდორში ისმოდა. ამასობაში მდივნის საშუალებით კარაულოვმა თავისთან კაბინეტში გამოიძახა კრასნოგორსკის ელექტროქსელების ხელმძღვანელი გიორგი კოტლიარენკო, რის შემდეგაც ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. რაღაც მომენტში მდივნის საშუალებით გიორგაძემ მოითხოვა დაეძახათ მისი მძღოლისთვის, რომელსაც მისთვის ჩანთა უნდა მიეტანა. რა შეჰქონდა შოთა ელიზბარაშვილს ჩანთით ადმინისტრაციის შენობაში, ეს არავის შეუმოწმებია. მძღოლმა, რომელიც ასევე ითავსებდა გიორგაძის პირადი მცველის ფუნქციას, ბიზნესმენს ჩანთა კაბინეტს გარეთ გადასცა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი კაბინეტში შებრუნდა...

მაღალჩინოსნები ვერაფერმა იხსნა

ელიზბარაშვილმა დაკითხვისას განაცხადა, რომ წარმოადგენა არ ჰქონდა რა იყო ჩანთაში. 

კაბინეტში დაბრნებულმა გიორგაძემ ჩანთა გახსნა რომელშიც, სავარაუდოდ, შაშხანა "საიგა" და პისტოლეტი იდო. თავდაპირველად ბიზნესმენმა ჩინოსნების დახოცვა შაშხანით სცადა, თუმცა მან არ გაისროლა. ამ პაუზამ ვერაფერი უშველა კარაულოვს და კოტლიარენკოს, სავარაუდოდ, ისინი ისეთ შოკში იყვნენ, რომ დასახმარებლადაც ვერავის დაუძახეს. 

ამის შემდეგ გიორგაძემ ამოიღო პისტოლეტი და ცეცხლი გახსნა... შენობაში სულ 10 გასროლის ხმა გაიგონეს... ბიზნესმენმა მშვიდად დატოვა ადმინისტრაციის შენობა, ჩაჯდა მანქანაში, სადაც მძღოლი ელოდებოდა და იქურობას უპრობლემოდ გაეცალა. 

საქალაქო ადმინისტრაციაში დატრიალებული ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, გიორგაძემ შეხვედრა დაუნიშნა  პარტნიორ ტრისტან ზაქაიძეს.შეხვედრა გიორგაძის სახლში შედგა. არსებული ინფორმაციით, მთ შორის დავა ქონებრივი საკითხების თაობაზე დაიწყო, რის შემდეგაც გიორგაძემ პარტნიორი შაშხანით მოკლა და მძღოლთან ერთად, ქალაქის ადმაინსტრაცის უფროსის ბორის რასსკაზოვის სახლისკენ წავიდა.გზად გიორგაძის მანქანას გადაეყარა მამაკაცი,რომელიც სკუტერს მართავდა. ბიზნესმენს მოეჩვენა, რომ ის ზედმეტი ყურადღებით ათვალიერებდა და მასაც ცეცხლი გაუხსნა, ამჯერად ისევ პისტოლეტიდან. მამაკაცი, ადგილზე გარდაიცვალა. 
გარდაცვლილი აღმოჩნდა ერთ-ერთი მოსკოვური გაზეთის დაცვის თანამშრომელი, 53 წლის კონსტანტინ სმილოვი 


როგორც შოთა ელიზბარაშვილი ამტკიცებს, მისთვის შემთხვევითი გამვლელის მკვლელობა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, ამიტომ ისარგებლა პირველივე შემთხვევით და ბიზნესმენისგან გაიქცა. 

რამდენიმე საათი ელიზბარაშვილს გონზე მოსასველელად დასჭიდა, რის შემდეგაც პოლიციაში მივიდა. 

ბიზნესმენემა გაკოტრების საფრთხე ვერ გადაიტანა?

სავარაუდოდ, ელიზბარაშვილის გაქცევამ გიორგაძეს საქმის დასრულებაში ხელი შეუშალა... 
სამართლადამცავები ცდილობენ გაერკვნენ გიორგაძის ჩადენილი მკვლელობების მოტივში.

ბოლო წლების განმავლობაში ამირან გიორგაძე მთელს კრასნოგორსკის მხარეში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენად მიიჩნეოდა. სწორედ მისი კომპანია ახორციელებდა ყველაზე დიდ სამშენებლო პროექტებს. თუმცა ბოლო ხანს მას გარკვეული პრობლემები შეექმნა, ერთი მხრივ, ეს უკავშირდებოდა საერთო კრიზისს, მეორე მხრივ კი ქალაქში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოღვაწე, მსხვილი დეველოპერების გამოჩენას, რომელთანაც კონკურენცია გიორგაძეს უკვე ძალიან უჭირდა. არსებობს ინფორმაცია, რომ ბოლო დღეებში მისი ფირმა მნიშვნელონი თანხით დააჯარიმეს, გარდა ამისა საგადასახადო დავალიანებაც ჰქონდა, რაც 30 მილიონ რუბლს აღემატებოდა. 

გიორგაძის ერთ-ერთი სამშენებლო პროექტი უკვე დასრულებული იყო, თუმცა ვერაფრით ხდებოდა შენობის ელექტროქსელში ჩართვა. სწორედ ამ საკითხის გასარკვევად მივიდა გიორგაძე ადმინისტრაციაში, რასაც შემდგომ ასეთი ტრაგედია მოჰყვა.


სავარაუდოდ, ფინანსურმა პრობლემებმა და გაკოტრების შიშმა უბიძგა ბიზნესმენს დანაშაულისკენ. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია, ინფორმაცია მისი ფსიქიკური მდგომარეობისა და რეალური მოტივების თაობაზე მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ეჭვმიტანილს დააკავებენ. როგორც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ელენე ალექსეევა აცხადებს, ის, ვინც სამართლადამცავებს გიორგაძეზე ინფორმაციას მიაწვდის 1 მილიონი რუბლით დაჯილდოვდება.
წყარო: http://www.kvirispalitra.ge/
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4326
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია