დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გაიხსნა
2015/10/19 10:46:39

ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზინის გახსნას ჩინეთის დელეგაციის წარმომადგენლები, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე,ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ესწრებოდნენ.


საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის დადგენილებით ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას თიზ-ის სტატუსი განესაზღვრა 30 წლით, 2045 წლამდე. ზონა ქუთაისში 36 ჰექტარზეა განთავსებული.


თიზ-ის ფუნქციონირების დაწყებიდან მთელი პერიოდის განმავლობაში, თიზ-ში დასაქმებულთა, მათ შორის მუდმივად დასაქმებულთა არანაკლებ 75% იქნება საქართველოს მოქალაქე. 


დღეისთვის თიზ-ის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს: ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმო, ავეჯის დამამზადებელი საწარმო, ქვის საწარმო და სხვა.


სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების მიხედვით, „ჰუალინგ ჯგუფი“ თიზ-ში 40 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7096
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია