დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შესაძლო საკადრო ცვლილებები ომბუდსმენის აპარატში
2009/07/30 17:17:24

მოქმედი სახალხო დამცველის უფლებამოსილების ამოწურვამდე დაჩქარებულად სახელდება მისი სავარაუდო შემცვლელი. მმართველ გუნდს უკვე ჰყავს საკუთარი კანდიდატი გიორგი ტუღუში, რომელიც ორ დღეში კიდეც წარადგინა პარლამენტში და  საკომიტეტო მოსმენებიც მოასწრო. შესაძლო საკადრო ცვლილებებზე იმერეთის ბიუროში „P.S.“ გიორგი ტუღუშს  ესაუბრა.

გიორგი ტუღუში: „რეფორმა აუცილებლად იქნება... რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა,  ისაა, რომ არავითარ შემთხვევაში საკადრო საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული. მე ვიცი, რომ თქვენი სახალხო დამცველი მადონა ბასილაძე კარგად მუშაობს... თუმცა მაინც ჯობია 17 სექტემბერს დაველოდოთ,  სანამ ახალი სახალხო დამცველი დაინიშნება. ასევე მინდა ვთქვა, რომ სახალხო დამცველი თავის საქმიანობაში იქნება მიუკერძოებელი, აქტიური და განახორციელებს ეფექტურ მონიტორინგს“.

ვრცლად ამის შესახებ წაიკითხეთ გაზეთ „P.S.”-ში („პოსტსკრიპტუმში“), № 28 (509) 3 – 9 აგვისტო, 2009 წელი

სურათზე გიორგი ტუღუში

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1727
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია