დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თამარ ჩერგოლეიშვილი დააკავეს
2015/10/16 16:12:46

დღეს, დაახლოებით დღის 3 საათვისთვის, ოპერის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაზპრომის საწინააღმდეგო პლაკატების კედელზე გაკვრისას, პოლიციამ ჟურნალისტი ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ადმინისტრაციული წესით, 150–ე მუხლითა დააკავეს.

 

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურ შესრულებას შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსებას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვებას, რაც იწვევს  დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

 

ჩერგოლეიშვილის გარდა, ტაბულას რედაქტორის, ლევან რამიშვილის ინფორმაციით, დაკავებულია პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგიანი.

 

ლევან რამიშვილის ცნობით, ისინი ოპერის თეატრის ღობეზე აკრავდნენ გაზპრომთან მოლაპარაკებების საწინააღმდეგო პლაკატებს, რა დროსას პოლიციამ დააკავა სალომე ხვადაგიანი, ვითარების გასარკვევად მივიდნენ თამარ ჩერგოლეიშვილი და ლექსო მაჭავარიანი, რის შემდეგაც ისინიც დააკავეს. ლევან რამიშვილის ინფორმაციით, დაკავებულებს მალე სასამართლოში გადაიყვანენ.


ხვალ, 17 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაზპრომთან მოლაპარაკებების საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი. 

 

ადვოკატ ზაზა ხატიაშვილის განმარტებით, არ შეიძლება დააკავო მხოლოდ ერთი პირი აღნიშნული ბრალდებით, როცა ამავე კედელზე ათობით და ასობით სხვა პლაკატია გაკრული.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2389
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია