დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„გახდი სომელიე!“
2015/10/16 16:03:37

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია დათბილისის ღვინის სკოლაწარმოგიდგენთ სომელიეს სერტიფიცირებულ  სასწავლო კურსს.

 

ეს პროგრამა მათთვისაა, ვისაც სურს, დაეუფლოს სომელიეს პროფესიას, მუშაობს ღვინის კომპანიაში, აპირებს, წამოიწყოს საკუთარი ღვინის ბიზნესი, ან - უბრალოდ, არის ღვინის მოყვარული.

 

პროგრამა  მოიცავს:

·         ვენახის ეკონომიკა, ტერუარი;

·         ღვინის ეკონომიკა, ღვინის საწარმოს მენეჯმენტი;

·         ენოლოგია;

·         ღვინის დეგუსტაციის ხელოვნება;

·         მსოფლიოს ღვინოები;

·         საქართველოს ღვინოები;

·         ქვევრი;

·         სომელიეს ხელოვნება;

·         ღვინ და გასტრონომია;

·         ღვინის მარკეტინგი;

·         სპირტიანი  სასმელები;

·         ღვინის ირგვლივ კულტურა: ჩაი, მინერალური წყალი, ყველი, სიგარა

 

სასწავლო კურსს წარმართავენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები.

სწავლა დაიწყება - 30 ოქტომბერს და მისი ხანგრძლივობაა 5თვე.

 

მსმენელებს, ვინც წარმატებით ჩააბარებს გამოცდებს, ოფიციალურად მიენიჭებათსომელიე”-ს სტატუსი, აღიარებული საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ, რომელიც საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის ნამდვილი წევრია 2014 წლიდან.

 

2016 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდება კონკურსისაქართველოს საუკეთესო სომელიე”, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ  “სომელიე”-ს ოფიციალური სტატუსის მქონე მონაწილეებს.
კონკურსში - “საქართველოს საუკეთესო სომელიე 2016” - ის გამარჯვებული გაემგზავრება არგენტინაში, ჩემპიონატზემსოფლიოს საუკეთესო სომელიე  2016“.

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ასოციაციის ადმინისტრაციულ მენეჯერს ნინი შაშიაშვილს -  593286528

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2900
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია