დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განცხადება, თითქოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დასავლეთი მხოლოდ "წყლით და პამპერსით დაგვეხმარა", მცდარია
2015/10/13 14:45:50

ბოლო დროს ცალკეული პირები თუ დაინტერესებული ჯგუფები თესავენ ეჭვებს, თუ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ამერიკა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად და შეუძლია თუ არა დასავლეთს ჩვენი დაცვა საფრთხეებისგან. ერთ-ერთი გავრცელებული გზავნილი, რომელსაც ამ მიზნით სხვადასხვა ჯგუფები ხშირად მიმართავენ, იდენტურ ფრაზეოლოგიაში გამოიხატება, რამაც ერთგვარიმესიჯბოქსის სახეც კი მიიღო. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ამერიკა საქართველოს მხოლოდ „წყლით და პამპერსით" დაეხმარა. ქვემოთ წარმოდგენილი ფაქტობრივი მონაცემები კი საპირისპიროს ცხადყოფს: სწორედ ომის დროს და შემდგომ პერიოდში დასავლეთის მხრიდან აღმოჩენილმა სამხედრო და ფინანსურმა მხარდაჭერამ საშუალება მისცა საქართველოს, თავი აერიდებინა სოციალური და პოლიტიკური კრიზისისთვის და შეენარჩუნებინა სახელმწიფო წყობა.

დასავლეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან საქართველომ მთლიანობაში 4.45 მლრდ აშშ დოლარი მიიღო. ეს თანხა მოხმარდა როგორც კერძო სექტორს (საბანკო სექტორი), ასევე - საჯაროს, რაც გულისხმობდა საბიუჯეტო დახმარებებს, დევნილთათვის მატერიალურ და ფინანსურ მხარდაჭერას, არაერთ ინფრასტრუქტურულ და სარეაბილიტაციო პროექტს.


გარდა ზემოთმოყვანილი ფაქტებისა, საქართველოსთვის დიდი პრაქტიკული და მორალური მნიშვნელობის მატარებელი იყო ის მყისიერი ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარების პროგრამები, რომლებიც თბილისმა დასავლეთიდან მიიღო.

აშშ-ის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება

 

გაგრძელება იხილეთ: http://eurocommunicator.ge/geo/view_myth/141

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2141
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია