სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა'' ფარგლებში ქუთაისის სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში.
ქუთაისის ბოტანიკური ბაღი მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე და თავისი ხანდაზმულობისა და გეგმარების თავისებურების გამო საბაღო-საპარკო მშენებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტად ითვლება. გარდა ამისა იგი სუბტროპიკული ხეებისა და ბუჩქების ინტროდუქციის ერთ-ერთ პირველ პუნქტს წარმოადგენს იმერეთში. ბაღი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის რამდენიმე ასეული სახეობითაა წარმოდგენილი.
მაპინძლობა მოსწავლეებს ბოტანიკური ბაღის თანამშრომელმა ნათია მუმლაძემ და დიზაინერმა რიტა ძაამიამ გაუწია