„საქართველოს მოხალისეები ხარაგაულიდან“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს, კობა ლურსმანაშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე, ხარაგაულელმა მოხალისეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. პროექტ „საქართველოს მოხალისეების“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კოორდინატორების თამარ მაღრაძისა და თამარ კამკამიძის ინფორმაციით, ახლო მომავალში სხვადასხვა აქტივობები იგეგმება, რომელთა განხორციელებაში მათ მუნიციპალიტეტის გამგეობა აქტიურად დაუჭერს მხარს.