დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წიგნი
"ქეითი და მილიონი ხე" ქართულად გამოიცა
2015/10/12 11:15:29

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გამომცემლობა "ბროწეულის ყვავილმა" საბავშვო წიგნი "ქეითი და მილიონი ხე" გამოსცა.

 

წიგნი მოგვითხრობს გოგონას შესახებ, რომელმაც მთელი ქალაქი გაამწვანა. მას ქეით სეიშენი ჰქვია და თუმცა ცნობილია მეორე სახელითაც - "ბალბოას პარკის დედა".

 

ბალბოას პარკი აშშ-ში, სან-დიეგოში მდებარეობს და ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ურბანული პარკია. პარკის არსებობის და განვითარების ისტორია ქეითთან გადაჯაჭვულია.

 

ქეითის სახელობის ქანდაკებას ბალბოას პარკში აუცილებლად შეხვდებით.

 

 

გოგონას ამერიკელმა ავტორებმა უამრავი წიგნი მიუძღვნეს. მათ შორისაა ჟოზეფ ჰოპკინსისს და ჯილ მაკელმარის "ქეითი და მილიონი ხე".

 

წიგნი ილუსტრირებულია, მისი შეძენა 25 სექტემბრიდან შეგიძლიათ. 

 

წყარო;http://goodnews.on.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 20060
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია