დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კოლეგები
„ქუთაისიპოსტი“ – ერთი წლის იუბილე ხალხთან ერთად
ავტორი: თამარ გოგიჩაიშვილი
2015/10/12 11:11:54

საინფორმაციო პორტალ „ქუათაისიპოსტს“ 1 წელი შეუსრულდა. საიუბილეო დღე ქალაქის ცენტრალურ ბაღში აღნიშნეს. როგორც ჟურნალისტმა ანა ჯანაშიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ერთი წლის იუბილეს სოციალური აქციის სახე მიეცა და რადგანაც ისინი ხალხს ემსახურებიან, დაკეტილ სივრცეს, სწორედ ღია გარემოში, მათთან გამოსვლა არჩიეს.

 

„ქუთაისიპოსტმა“ საკუთარ იუბილეზე საჩუქრები დაარიგეს, სოციალურად დაუცველ ოჯახს 100 ლარი გადასცეს, ლერი ხონელიძის კლინიკის თანადგომით. მეორე საჩუქარი ყველაზე რეიტინგული ვიდეოს რესპონდენტმა, დავით ლიკლიკაძემ, მიიღო. მესამე, უბრალოდ, ადგილზე გათამაშებული ლატარიის წესით „ქუთაისიპოსტის“ რესპონდენტებს შორის „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს  გოგი წულაიას ერგო.

 

საიუბილეო დღეს, მოქმედი ჟურნალისტებისა და მოწვეული სტუმრების გარდა,  უბრალოდ, ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მოსეირნე გამლელებიც შემოუერთდნენ.

 

ვულოცავთ „ქუთაისიპოსტს“ იუბილეს! ვუსურვებთ წარმატებულ გზას და, რაც მთავარია, ბევრ მკითხველს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2253
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია