დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საერთაშორისო ფესტივალი სომხეთში: საუკეთესო მეწარმის ჯილდო – ქართველ ქალებს
2015/10/12 11:02:27

ქალთა სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივმა „დისველი“ მიიღო საუკეთესო მეწარმის ჯილდო სომხეთში გამართულ სოფლის ცხოვრებისა და ტრადიციების ფესტივალზე

 

 

სოფლის ცხოვრებისა და ტრადიციების ფესტივალზე, რომელიც ყოველ წელს იმართება,  საერთაშორისო ჟიურის მიერ ქალთა სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივი „დისველი“  დააჯილდოვდა როგორც საუკეთესო საწარმო. ჟიურის წევრებმა  მხედველობაში მიიღეს რიგი კრიტერიუმები: წარმოდგენილი პროდუქციის შეფუთვა,  ამომწურავი ინფორმაცია პროდუქციის შესახებ, გუნდური მუშაობა, პრეზენტაციის უნარები და ა.შ.

 

ქალთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი დისველი დაარსდა 2014 წელს სოფლად მცხოვრები ქალების შესაძლებლობებისა და როლის გაძლიერება მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით Hilfswerk Austria International-ს მიერ ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად - CENN საქართველოში და Green Lane სომხეთში.

 

კოოპერატივი მდებარეობს სოფელ დისველში,  ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლის რეგიონი. დისველი არის აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტების დასახლება, რომლებიც ზემო აჭარაში ბუნებრივი კატასტროფების შედეგად იძულებული გახდნენ ახალ გარემოში გადასულიყვნენ საცხოვრებლად. ტრადიციულად, აჭარლები არიან დაკავებულები მეცხოველეობით და ყველის წარმოებით. ქალთა კოოპერატივი აგროვებს და ამუშავებს რძეს და აწარმოებს რძის პროდუქტებს, ძირითადად ყველს ხაჭოს, მაწონს და კარაქს.

 

კოოპერატივ დისველის გარდა ფესტივალზე ასევე მონაწილეობდნენ, ადგილობრივ ქალთა საბჭოების წარომადგენლები საქართველოს სხავადასხვა რეგიონებიდან: კერძოდ ტყიბულის, იმერეთის, კახეთის და აჭარის რეგიონებიდან.

 

სომხეთის მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ არეგნადემ, ვოხჩი, ბურაკინ (შირაკის მარზა),   თეიღუთი (ლორი მარზა) და არჩის ქალთა საბჭოების წარმომადგენლები.

 

ქალთა საბჭოს წევრებმა ფესტივალზე წარმოადგინეს ეროვნული ყველის სახეობები, ქართული სანელებლები, ხილი, ღვინო დასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. ქართული პროდუქცია მაღალი მოთხოვნით სარგებლობდა სომეხ მომხმარებლებს შორის.

 

მნიშვნელოვანი რაოდენობის ხალხმა მოინახულა წლევანდელი ფესტივალი, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ შეეძინათ ბუნებრივად  წარმოებული პროდუქცია ფერმერებისგან, საქართველოსა და სომხეთის წარმომადგენლებმა    გაცვლეს კონტაქტები შემდგომი თანამშრომლობისათვის.

 

კოოპერატივის განვითარება საქართველოში ხორცილდება პროექტის ,,ეკომიგრაცია – დიალოგი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, და რეგიონების  ეკონომიკური განვითარების პროგრამის მიერ დამატებითი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით. რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამა ხორციელდება დანიის განვითარების და შვეიცარიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით.

 

ადგილობრივი ქალთა საბჭოების მონაწილეობა იმერეთის, კახეთის  და აჭარის რეგიონებიდან ხორციელდებოდა „გერმანული ფონდის პური მსოფლიოსათვის“ ფინანსური მხარდაჭერით  რეგიონული პროექტის„გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა სასარგებლო წიაღისეულის მართვის სექტორში კავკასიაში“ ფარგლებში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2143
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია