დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
FB-ამბები
რატომ არ ზრუნავს საქართველოს მთავრობა უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებზე?
2015/10/12 01:41:19

ცნობილი პოლიტიკოსის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ძალიან საინტერესო სტატუსებით გამოირჩევა. ამჯერად მისი სტატუსი იმ ვაიქართულ მთავრობას ეხება, რომელსაც, უბრალო სიტყვებით რომ ვთქვათ, გული არა აქვს. აბა, ნახეთ, რასთან გვაქვს საქმე...


"სტუმრად პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ჰუმანური პროექტის პრეზენტაციაზე. ჩემმა მეგობარმა ნინა კიკნაძემ (ქერათმიანი ანგელოზი) ბავშვთა პალიატიური ზრუნვის ცენტრის დაარსებისთვის მოიპოვა ამერიკელებისგან ფული. ამერიკული მხარე საქმის წარმატების გარანტიად და თავდებად მთავრობის რაიმეთი, თუნდაც მხოლოდ შენობის მიცემით მონაწილეობას ითხოვდა. მთავრობა ამის მნიშვნელობას ვერ მიხვდა, სამჯერ განიხილეს და არაფრით არ დაეხმარნენ.

 

ნინამ შემოიკრიბა ქართველი ბიზნესმენები, იყიდეს მიწა, სადაც ჰოსპისი შენდება და საქმეში ჩაერთო პრეზიდენტი. საღამოს დაესწრო ყველა ქვეყნის ელჩი და საქართველოს მთავრობის არცერთი წარმომადგენელი, ჯანდაცვის სამინისტროს არცერთი თანამშრომელი.


ვინც არ იცის, რას ნიშნავს ჰოსპისი: ეს გახლავთ უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვა, რომელთაც უნდა შეუსრულდეთ ყველა სურვილი, ჰქონდეთ ძვირფასი და მხიარული გარემო და წამლები, რომ არცერთი წუთი არ გრძნობდნენ ტკივილს. საქართველოში მძიმე სტატისტიკაა, წელიწადში უკურნებელი დაავადებებით გარდაცვლილთა რიცხვი საშუალოდ 830 ბავშვია." - წერს ნათია ფანჯიკიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6951
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია