დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისში ფესტივალ ,,კავკასიური ყველი 2015“ -ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/10/11 20:37:42

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ყველის მწარმოებლთა გილდიის ორგანიზებით (ხელმძღვანელი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე), უკვე ტრადიციადქცეული ყოველწლიური ყველის ფესტივალი 10 -11 ოქტომბერს რიყის პარკში გაიმართა. საქართველოში ყველის წარმოების კულტურა ისეთივე უძველესია, როგორც ღვინის და  მსგავსი  ღონისძიებებიც, სწორედ, ქართული ყველის პოპულარიზაციას და საუკუნეების მანძილზე დაკარგული სახეობების აღორძინებას ემსახურება. წელსაქცენტი კავკასიური ყველის საუკეთესო სახეობებზე გაკეთდა.


ფესტივალი სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნეს. ღონისძიების გახსნის ცერემონიას საქართველოს რეგიონების გუბერნატორებიც  დაესწრნენ.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ყველის წარმოება ასწლეულებს ითვლის. ქართული ყველის ათეულობით სახეობა უნიკალურია როგორც საგემოვნო, ასევე წარმოების ტექნოლოგიის თვალსაზრისით. ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც არ კარგავე წარმოების უძველეს, ტრადიციულ ტექნოლოგიებს და მომავალ თაობებს გადასცემენ წინაპრებისგან მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას.


,,ძალიან მნიშვნელოვანია ის პერსპექტივა, რაც ქართულ ყველს მსოფლიო ბაზარზე  ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად აქვს. ჩვენ გვაქვს არაერთი განსაკუთრებული ქართული პროდუქტი, რომელეთა შორის საპატიო ადგილი უჭირავს ქართულ ყველს და გვაქვს შესაძლებლობა, შევთავაზოთ ეს პროდუქტები მსოფლიოს ბაზრებს. ქართული ყველი უნდა გახდეს ბრენდი და მისი განსაკუთრებულობა მსოფლიოსთვის ცნობილი. მოგეხსენებათ, ჩვენი სამინისტროს, სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების საქმიანობა დიდწილად უკავშირდება ქართული პროდუქციისთვის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრების ხელშეწყობას და ცნობადობის გაზრდას.

 

სწორედ აღნიშნული  მიზნის მისაღწევად, აქტიურად მიმდინარეობს ქვეყნის საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზასთან დაახლოება, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, ქართული პროდუქციის საერთაშორისო გამოფენებში  მონაწილეობის ხელშეწყობა. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ მსოფლიოს და მათ შორის ევროპის 500 მილიონიან ბაზარზე, რომელიც საქართველოსთვის ღიაა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, ქართულ ყველს ღირსეული ადგილი დავუმკვიდროთ“,  - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.


ფესტივალზე  ,,კავკასიური ყველისაქართველოს ყველა რეგიონიდან წარმოდგენილი იყო 60-მდე სახეობის ყველი: დამბალ-ხაჭო, მუჩლი, გუდა, ჩეჩილი, ჩლეჩილი, ჩოგი, ტენილი, ნარჩვი, ლაგუჯიში, სულგუნი, ბერქეიზი, შუშველა, თაფლში და ღვინოში დავარგებული ყველი, ყველის როლები სხვადასხვა გულსართით, შებოლილი ყველი, ბეშუმური, ჭაჭამოდებული, თხისყველისნაირსახეობები და სხვა.  ფესტივალის ფარგლებშისაკუთარი პროდუქცია  წარმოდგენილი აქვთ ყველის  მწარმოებლებს სომეხთიდან და აზერბაიჯანიდან.


ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ,  დაეგემოვნებინათ ყველის ოსტატები მიერ ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობებსა დასაქართველოში წარმოებულევროპულ, ბრენდირებულყველის ანალოგებ.


ყველის გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, ფესტივალი დატვირთული იყო შემეცნებითი პერფორმანსებით. გაიმართა საქართველოში ყველის წარმოებასთან დაკავშირებული ისტორიული არტეფაქტების მინაბაძების გამოფენა.


ფესტივალის ფარგლებში მიმდინარეობდა კონკურსიც, სადაც წლის ყველის მწარმოებელი რეგიონი და ხალხის რჩეული ყველი გამოვლინდა. 

 

ფესტივალის ფარგლებში    გამართულ კონკურსში გამარჯვებული ყველის მწარმოებლები სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ დააჯილდოვა.


,,წელს ფესტივალში  ქართველი მწარმოებლების  გარდა, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მინდა მივულოცო ყველა გამარჯვებულ მწარმოებელს. სწორედ მათი  დამსახურებაა, რომ არ იკარგება ყველის  წარმოების უძველესი, ტრადიციული მეთოდები და  ყველის სახეობები. ასევე მათი დამსახურებაა, რომ ყოველ წელს ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ყველის მრავალფეროვანი ასორტიმენტის გაცნობის და დაგემოვნების საშუალება ეძლევათ. ეს ხელს უწყობს ტრადიციული ქართული  და ევროპული ყველის ადგილობრივ ბაზარზე პოპულარიზაციას“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.


დარგის სპეციალისტებითა და ყველის ტექნოლოგებით დაკომპლექტებულმა  ჟიურიმ 7ნომინაციაში სხვადასხვა სახეობის 12 გამარჯვებული ყველი გამოავლინა. გამარჯვებული  ყველის მწარმოებლები სპეციალური დიპლომებითა და მედლებით დააჯილდოვეს.


1.    კატეგორია   ,,ტრადიციული ყველი“

ოქროს მედალი  - კოოპერატივი ,,არეგნატენ“ (სომხეთი)

ოქროს მედალი - შპს ,,ვან 412“ (საქართველო)


2.    კატეგორია  ,,ფესტივალის აღმოჩენა“

ოქროს მედალი - ,,კობის ყველი“ (ი.მ რუსლან გუჯარაძე)


3.    კატეგორია ,,საუკეთესო დიზაინი“

ოქროს მედალი  - თერჯოლა (იმერთის რეგიონი)


4.    კატეგორია ,,ყველის მრავალფეროვნება და ინოვაცია“

ოქროს მედალი - ,,მონასტრის ყველი“ (ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია)


5.    კატეგორია ,,რძის ინდუსტრიულ წარმოებაში ნატურალური ხაზის პოზიცირება“

ოქროს მედალი - კომპანია ,,სანტე“


6.    კატეგორია ,,ხალხის რჩეული ყველის მწარმოებელი“

I ადგილი - ი.მ მელს ბდოიანი

II ადგილი - კომპანია ,,ჩიზკო“

III ადგილი - კომპანია ,,ნატურალ პლიუსი“


7.    კატეგორია ,,ევროპული ყველის მწარმოებელი“

I ადგილი - შპს ,,ვან 412“

II ადგილი - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ,,ლელო“

III ადგილი - ი/მ ნანა დათაშვილი


 

ფესტივალის  ,,კავკასიური ყველი 2015“  მხარდამჭერები არიან თბილისის მერია,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი“.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ქართული ყველის წარმოების ტრადიციების ხელშეწყობას და ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლებისკენ მიმართული პროექტების მხარდაჭერას.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 28890
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია