დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ზასტაველობისთვის“ გადაკეტილი გზები და უკმაყოფილო ზასტაველები
ავტორი: თამარ გოგიჩაიშვილი
2015/10/11 15:40:56

დაახლოებით ორი საათის წინ ქუთაისში, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტეტრიტორია ირაკალი აბაშიძისა და რუსთაველის ქუჩა, გამარჯვების მოედნემდე, საპატრულო პოლიციის მიერ გადაიკეტა, „ზასტაველობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით. ღონისძიებისთვის რამდენიმე საათით ადრე გზის გადაკეტვას, რომელიც, როგორც მოსავწვევებშია აღნიშნული, 17 საათისთვის უნდა გაიმართოს, ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, ტერიტორიაზე მიმდინარეობს სცენის მოწყობა. ერთ-ერთმა პოლიციელმაც აღნიშნა, რომ გზის გადაკეტვა მართლაც მოხდა ნაადრევად. 

 

მიმდებარე ქუჩების მოსახლეობა შექმნილ დისკომფორტში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მაგისტრალზე შექმნილი სიტუაცია მათი არაორგანიზებულობის შედეგია, რისი დასტური ისიცაა, რომ ადგილობრივები აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულები არ იყვნენ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2307
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია