დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
2015/10/08 13:35:54
ქურდული სამყაროს წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით, 1959 წელს დაბადებული მურად ს. და 1961 წელს დაბადებული ვასილ ჩ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები აღიარებდნენ ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებდნენ დანაშაულებრივი საქმიანობის განსახორციელებლად. კერძოდ, მუქარისა და დაშინების გზით, ინდივიდუალურ მეწარმეებს: უჩა ჩ-ს, გია დ-ს და თეიმურაზ გ-ს გამოსძალეს 10 000 ლარი. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, გამოძალული სრული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით).

 

წყარო: http://police.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2241
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია