დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერი არასამთავრობოებს ქალაქის სტრატეგიულ განვითარებაში მონაწილეობას სთავაზობს
2015/10/07 16:09:30

ქუთაისის მერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა


დღეს ქუთაისის მერი შოთა მურღულია არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ქალაქის მერმა ენჯეო სექტორს ქუთაისის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე ერთობლივი მუშაობის შესახებ ესაუბრა. 


„გთავაზობთ თანამშრომლობას, რათა ერთობლივად შევიმუშაოთ ქალაქის განვითარების სტრატეგია, რომელიც ქუთაისის, როგორც ეკონომიკურ, ასევე ტურისტულ და ურბანულ განაშენიანებას გულისხმობს. ამ მხრივ ჩვენ გავითვალისწინებთ თქვენს საპროექტო წინადადებებს.“ - განაცხადა შეხვედრაზე შოთა მურღულიამ.

 
ქალაქის სტრატეგიულ გეგმას ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური ადგენს. აღნიშნულ პროცესში ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს, ქალაქში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ჩართოს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12418
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია