დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პედაგოგთა საერთაშორისო დღე ხონში
2015/10/06 19:37:14

სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის'' ფარგლებში ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის მე–10 კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პედაგოგის შორენა გულებაძისა და დამრიგებლის ქეთევან კაკაბაძის ინიციატივითა და ორგანიზებით წარმატებით ითანამშრომლეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალთან'' და მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სასკოლო პროექტი ,,ჩემი მასწავლებელი'' განახორციელეს.

მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს, საჩუქრად მისალოცი ბარათები და ,,კრისტალის'' სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.

 

შორენა გუბლაძე, სამოქალაქო განათლების პედაგოგი: ,,მე და ჩემს მოსწავლეებს ძალიან გვსურდა პედაგოგებისთვის ამ დღის განსაკუთრებულად მილოცვა, ამაში ,,კრისტალი'' და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი დაგვეხმარა. ,,კრისტალმა'' მასწავლებლებისთვის საჩუქრები გადმოგვცა, ხოლო პარტნიორი ორგანიზაცია მისალოცი ბარათების დამზადებაში დაგვეხმარა. დიდი მადლობა მათ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ,,კრისტალთან'' სხვა სამომავლო გეგმებიც გვაქვს''.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5582
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია