დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ხელს ნაციონალებისკენ იშვერს
ავტორი: ნატო გუბელაძე
2015/10/05 20:48:32

მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადებრივი დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელმა, სულხან ქობულაძემ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი სისხლიან ანგარიშსწორებაში ამხილა, ბატონი თავმჯდომარე "მომსახურების ზონიდან" გავიდა და ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.

სამდღიანი ფიქრისა და კონსულტაციების შემდეგ დავით დვალი მედიასთან დღეს მოჩვენებითი სიმშვიდით გამოჩნდა და სულხან ქობულაძე ტყუილებში დაადანაშაულა. ის რამდენიმეწუთიანი "დაზეპირებული" ტექსტით შემოიფარგლა და შეეცადა, რომ ვითომდა ამ ფაქტის დაგეგმვა იმ პოლიტიკური პარტიისთვის გადაებრალებინა, სადაც ერთ დროს თავად იყო "ჩანერგილი" ქრისტიან-დემოკრატების სახელით.


დავით დვალმა მედიას განუცხადა, რომ ვინც მას იცნობს, მის მიერ სულხან ქობულაძის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ დაიჯერებს, თუმცა ამის დასადასტურებლად ძალიან უსუსური არგუმენტები მოიტანა:„ვინც მე მიცნობს და საბედნიეროდ ბევრი მიცნობს, ამ სიცრუეს არ დაიჯერებს. რადგან, მათ კარგად იციან, რომ მთელი ცხოვრება უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანების დაცვას ვცდილობდი. სულხან ქობულაძე არის მატყუარა, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და იქამდე ნუ გავაკეთებთ ისეთ დასკვნებს, რომ ამ დასკვნების შემდეგ შეგვრცხვეს... ეს მის თავში დაიგეგმა, თუ მავანტა პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება, მომავალში გამოჩნდება“,-განაცხადა დვალმა.


მან თავისი გამოსვლის დასასრულს განაცხადა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დროებით მუშაობას წყვეტს ანუ უფლებამოსილებას იჩერებს გამოძიების დასრულებამდე. ეს სიტყვები დასრულებულიც არ ჰქონდა, რომ წამოხტა და დარბაზიდან გაიქცა, რათა ჟურნალისტებს დამატებითი შეკითხვები არ დაესვათ. როგორც ჩანს, თავი დაიზღვია, ვინმეს სეთი რამე არ ეკითხა, რასაც მისი თმენის ვალდებულება ვერ ეყოფოდა...


ცნობისათვის: ვინც დავით დვალს არ იცნობს და სჯერა, რომ მას შეეძლო სულხან ქობულაძე ეცემა, ჩვენ შევეცდებით, გაზეთ "პოსტსკრიპტუმის" უახლოეს ნომერში უფრო ახლოს გაგაცნოთ იგი, თუ რა თქმა უნდა, თვითონ დაგვეხმარება ამაში და მისი ტელეფონი კვლავ არ გავა "მომსახურების ზონიდან".

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 18431
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია