დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გარჩევა ქუთაისში _ თავდამსხმელი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე?
2015/10/03 22:28:43

1 ოქტომბერს დილის საათებში.საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის დირექტორი სულხან ქობულაძე ჯერ გაიტაცეს, შემდეგ უმოწყალოდ სცემეს. თავდასხმაში ეჭვმიტანილები ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარე დავით დვალი, მისი მოადგილე ბექა ყანჩელი და ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მძღოლი გახლავთ.

სულხან ქობულაძე: 1 ოქტომბერს დილის 11 საათზე სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარის პოლიტიკური მოღვაწობის შესახებ ქუთაისში. სტატუსი რომ ის იყო, ქრისტიან– დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე, რომელიც ნაციონალური მოძრობის ჩანერგილი სახელით და მე მას ვუწოდე ,,ყვარყვარე” ჩემს ტელეფონზე დამირეკა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალმა და მასთან მისვლა მთხოვა. მე მათ არ ვეახლე, შემდეგ მომაკითხეს, მე ტელეკომპანია ,,რიონთან” დავუნიშნე შეხვედრა, მითხრა, რომ მარტო იქნებოდა და პირისპირ სურდა საუბარი. მანქანაში როგორც კი ჩავჯექი, ჩემს გვერდით დამხვდა საკრებულოს თამჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი. მან მითხრა, თუ რატომ ვუწოდე მას ,,ყვარყვარე”, ხელი მომიშვირა, მაგინებდა დედას. დვალმა დამიწყო ცემა თავის არეში. ყანჩელიც აჰყვა. მათი მძღოლი გადმოხტა მანქანიდან, წიხლები მირტყა მუცლის არეში. არ მახსოვს შემდეგ რა მოხდა, ალბათ გავითიშე, არ მახსოვს რამდენ ხანს მირტყამდნენ. ჩამომაგდეს ნინოშვილის ბაზართან. იქვე მდგომმა ტაქსის მძღოლმა გასისხლიანებული ჩამსვა მანქანაში და წამიყვანა სახლში, ამის შემდეგ დავურეკე ჩემს ახლობელს ,წავედი სამხარეო სამმართველოს უფროსთან და მასთან მოვითხოვე შეხვედრა, იმ წუთშივე მიმიღო და დამაწერინა ჩვენება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2766
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია