დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საინფორმაციო შეხვედრა წყალტუბოელ უფროსკლასელებთან ტრეფიკინგის პრევენციის თემაზე
ავტორი: ნატო გუბელაძე
2015/10/02 19:37:28

ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით, ქუთაისში დაწყებული  საინფორმაციო კამპანია წყალტუბოში გაგრძელდა. რეგიონული მედიის ასოციაციის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლაოცნებისუფროსკლასელებს შეხვდნენ და ტრეფიკინგის პრევენციაზე ესაუბრნენ.

 

საინფორმაციო შეხვედრა შედგა იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში „რეგიონული მედია ტრეფიკინგის პრევენციისთვის იმერეთში“, რომლის  ადმინისტრირებას სსიპდანაშაულის პრევენციის ცენტრიახორციელებს.

 

პროექტის მიზანია, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მათი ინფორმირება და რისკების თავიდან აცილების საშუალებების გაცნობა.

 

წყალტუბოელ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა წარმართეს რეგიონული მედიის ასოციაციის მოწვეულმა იურისტმა პაატა ცნობილაძემ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზიციის სათაო ოფისის წარმომადგენელმა, ქალბატონმა ნათელა მჟავანაძემ.

 

აღსანიშნავია, რომ წყალტუბოს სკოლის მოსწავლეებმა საკმარისი ცოდნა გამოამჟღავნეს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის შესახებ, რის გამოც მიგრაციის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელმა იხუმრა კიდეც: ამ ბავშვებს ყველაფერი სცოდნიათ და ჩემი ჩამოსვლა რა საჭირო იყოო“... თუმცა, მოსწავლეებმა სემინარზე ბევრი ისეთი ინფორმაციაც მიიღეს, რაც მათტვის უცნობი და ამავდროულად ძალიან საინტერესო იყო, თუნდაც, როგორ მოვიპოვოთ სასწავლო ვიზები საზღვარგარეტ სასწავლებლად, როგორ დავიცვათ თავი ტრეფიკინგისაგან და რომელ ცხელ ხაზებზე უნდა დავრეკოთ, თუ ტრეფიკინგის საშიშროების წინაშე ვართ.

 

წყალტუბოელ  უფროსკლასელებთან შეხვედრის ორგანიზებაშ გაწეული დახმარებისთვის რეგიონული მედიის ასოციაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს.

 

რეგიონული მედიის ასოციაცია ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით მომავალ შეხვედრებს ოქტომბერში გეგმავს - ხარაგაულსა და ტყიბულში.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6301
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია