დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კაცხში ტურისტული ცენტრი მოეწყობა
2015/10/02 15:35:59

დიდი ხანია, საუბრობენ იმაზე, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში ტურისტული ცენტრი მოეწყობოდა.

 

გარდა იმისა, რომ კაცხი დიდი ისტორიული წარსულისაა, ამავდროულად ის წარმოადგენს ტურისტული თვალსაზრისით გამორჩეულ ადგილს. საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ კაცხშია ე.წ.  გეოტექტონიკური „მოწმე“ _ კაცხის სვეტი.


მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით კაცხში მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, ავტოსადგომი, პანორამული ტერასა, წყლისა და კანალიზაციის სისტემები.


აღნიშნული ცენტრის შესახებ აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი კაცხის ტაძრის 1000 წლის იუბილის აღნიშვნამდე, თუმცა საიუბილეო პერიოდში ცენტრის მოწყობა ვერ მოხერხდა.


კულტურული მემკვიდრეობის ზონაა კაცხი და მისი კეთილმოწყობა, მოვლა-პატრონობა აუცილებელია არა მარტო ტურისტული თვალსაზრისით, არამედ _ წარსულის პატივისცემის გამოც, _ აღნიშნავენ ჭიათურის თვითმმართველობაში.


 

ელისო ხოჯანაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5993
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია