დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქართული ციფრული ტოპოგრაფიული რუკის შექმნაზე მუშაობს
2015/10/01 12:16:04

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქართული ციფრული ტოპოგრაფიული რუკის შექმნაზე მუშაობს. ამ დროისთვის უკვე შერჩეულია 600 ქართულენოვანი, უნიკალური კოდის მქონე პირობითი ნიშანი, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ საჯარო რეესტრის მიერ პირველად შეიქმნა. ასევე მზად არის პირველი ქართული კლასიფიკატორი, ციფრულისტანდარტი Georgia_10 000 „STYLE”, რომლის საშუალებითაც ციფრულიტოპოგრაფიული რუკის კარტოგრაფიული გაფორმება მოხდება.

 

ციფრული ტოპოგრაფიული რუკის შექმნა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული პროექტთან „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“, რომელსაც საჯარო რეესტრი ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან (STATENS KARTVERK) ერთად  ახორციელებს. ქართული ციფრული ტოპოგრაფიული რუკის საფუძვლად სწორედ ამ პროექტის შედეგად მიღებული თანამედროვე სტანდარტის ორთოფოტოები გამოიყენება. ამჟამად დასავლეთ საქართველოს იმ ნაწილში, რომლის ორთოფოტოები უკვე მზადაა, საჯარო რეესტრის თანამშრომლები ინფორმაციას ადგილზე ამოწმებენ, მონაცემებს ადარებენ, ხარვეზებს ასწორებენ და კონკრეტულ არეალებს ხაზავენ. ძირითადი აქცენტი პირველ ეტაპზე  დასახლებულ პუნქტებზე კეთდება.

 

ტოპოგრაფიული რუკები ადვილად  კითხვადი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი უნდა იყოს, სწორედ ამიტომ რუკების წარმოების პროცესში საჯარო რეესტრს ნორვეგიელი და შვედი ექსპერტები უწევენ კონსულტაციას. 

 

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე 1:10000 -იანი მასშტაბის ქართულენოვანი ტოპოგრაფიული რუკების წარმოება საქართველოში არ მომხდარა. ახალიქართული ციფრული ტოპოგრაფიული რუკა ქვეყანას სახელმწიფოსაზღვრის სადელიმიტაციო და სადემარკაციო სამუშაოების წარმოებაში,სამოქალაქო და სამხედრო ტიპის საინჟინრო ნაგებობათა დაგეგმარებაში,ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებისა დაპროგრამების განხორციელებაში დაეხმარება.

 

შესრულებული სამუშაოების პარალელურად, ტოპოგრაფიული რუკა ეტაპობრივად საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.napr.gov.ge განთავსდება და სახელმწიფო უწყებების, ბიზნესკომპანიებისა და მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. რუკაზე მუშაობის საბოლოოდ დასრულება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი, თუმცა მისი განახლება მუდმივად გაგრძელდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4974
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია