დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ, თუ არა ჩვენ? – ევროპელები ევროპის „დასაპყრობად“ გვიწვევენ
ავტორი: თამარ გოგიჩაიშვილი
2015/09/29 19:41:41

ქუთაისმა დღეს  სახალხო დამცველის ოფისში ახალგაზრდა ევროპელთა ჯგუფს უმასპინძლა, რომელიც ახალგაზრდების პრობლემებსა და გამოწვევებზე მუშაობს. გერმანელ ავტორთა ჯგუფი საქართველოში ქართულ-ევროპულ ურთიერთობათა ცენტრის მხარდაჭერით იმყოფება.

 

მარტინ შპეერი, ვინცეტ-იმანუელ ჰერი (პროექტის ინიციატორები),  ნინი წიკლაური – იმ ავტორთა ჯგუფის შემადგენლობაში არიან, რომლებიც შემდეგ თემებზე მუშაობენ  - რას ფიქრობენ ქართველი ახალგაზრდები ევროპაზე? უნდა ჩაერთონ თუ არა ისინი პოლიტიკურ მოვლენებში? რატომ არის უმუშევრობის პრობლემა? რა იდეები და მისწრაფებები აქვთ მათ? როგორია მათი ღიაობა ევროპული ღირებულებების მიმართ და ა.შ.

 

როგორც პროექტის ერთ-ერთმა თანაორგანიზატორმა მერი კახიანმა აღნიშნა,  საქართველო ინტერესის საგანი ჯგუფისთვის სწორედ ნინი წიკლაურის თემის შემდეგ გახდა.

 

„საინტერესო ის გახლავთ, რომ საქართველო საერთოდ არ გახლდათ ამ პროექტის მონაწილე. ნინი წიკლაურის ესსე ვირტუალურად შეირჩა, სადაც საქართველო-რუსეთის საკითხი იყო განხილული, რომლის თანამონაწილეც თვითონ გახლდათ. ნინის საქართველოს სახელით თანაავტორობა შესთავაზეს. ისინი არიან ანგაჟირებულნი საქართველოსთვის ევროპაში, მოუწოდებენ ახალგაზრდებს აქტივობისაკენ და სურთ საქართველოდან ინფორმაციის წაღება, რათა ერთ პუბლიკაციაში შეკრან“. – ამბობს მერი კახიანი. 

 

სულ ახლახანს ახალგაზრდა ავტორთა ჯგუფმა ევროპულ პროექტზე „ვინ, თუ არა ჩვენ“ (who, if not us) მუშაობა დაასრულეს. წიგნის პრეზენტაცია ბერლინში გაიმართა. მარტინ შპეერი და ვინცენტ-იმანუელ ჰერი წლებია, ევროპის ახალგაზრდების საკითხებს იკვლევენ. წამყვანი მედიაგამოცემები მათ ნაშრომებს სისტემატურად აქვეყნებს . მათი პროექტის ფარგლებში 2014 წელს 14 ქვეყანა მოიარეს და თავად განიცადეს ახალგაზრდების მდგომარეობა. მოგვიანებით მათ 11  ახალგაზრდა სხვადასხვა ქვეყნიდან ბერლინში მიიწვიეს. რომლებიც ზემოთაღნიშნული წიგნის თანაავტორები არიან.

 

პროექტი განსაკუთრებულია იმ თვალსაზრისითაც, რომ წიგნის დასაბეჭდი თანხის შეგროვება ქრაუდფანდინგით (Crowdfunding) მიმდინარეობს.

 

დისკუსია, რომელშიც ჩართულნი იყვნენ ქალაქის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, საინტერესოდ წარიმართა.  დამსწრეთაგან რამდენიმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა საქართველოს ევროპაში შესვლას, ზოგიერთი ახალგაზრდების აქტივობას პოლიტიკაში კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, ზოგიც პირიქით... აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად,  როგორც ახალგაზრდა ავტორებმა დასასრულს აღნიშნეს, მათ დაინახეს საერთო სურათი – საქართველო აუცილებლად უნდა წავიდეს ევროპისკენ, რასაც თავად ამ უკანასკნელმა უნდა შეუწყოს ხელი.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 38650
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია