დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოიგო თუ არა ჟურნალისტების გული ქუთაისის მერიამ?
ავტორი: თამარ გოგიჩაიშვილი
2015/09/29 19:29:41

ყოველწლიურად ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაცია, გულის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით, 29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისის მერია ჟურნალისტების „გულის მოგებას“ შეეცადა და მისი ინიციატივით, კლინიკა „ელ-ჯის“ მხარდაჭერით გულის უფასო გამოკვლევა ადგილობრივ ჟურნალისტებს პროფესიონალმა კარდიოლოგებმა ჩაუტარეს.

 

„იმერეთის კარდიოლოგთა საზოგადოებამ კლინიკა  „ლჯ“-სა და მერიის პრესსამსახურთან ერთად გადავწყვიტეთ, ეს დღე მიგვეძღვნა ჟურნალისტების გულის გამოკვლევისთვის. ამიტომ ჩვენს კლინიკაში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა  უფასო აქცია. 99 პროციენტი ჟურნალისტებისა გულის მხრივ ჯანმრთელნი არიან. შუადღის სამ საათამდე მათმა რიცხვმა დაახლოებით 50-ს მიაღწია. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე,“ - აღნიშნა psnews.ge-სთან  საუბრისას კლინიკა „ლჯ“-ის კარდიოლოგმა და საკრებულოს დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ.

 

როგორც მან აღნიშნა,  მსგავს უფასო აქციებს მოქმედი მედიასაშუალებების ჟურნალისტებისთვის მომავალშიც ჩაატარებენ (მაგალითად – თვალის გამოკვლევას).

 

თამარ გოგიჩაიშვილი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2371
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია