დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეგიონული მედიის ასოციაციამ იმერეთში ტრეფიკინგის პრევენციის საინფორმაციო კამპანია დაიწყო
2015/09/28 15:50:59

ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით, ქუთაისში საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიმდინარეობს. მის ადმინისტრირებას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს.

 

პროექტის მიზანია, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მათი ინფორმირება და რისკების თავიდან აცილების საშუალებების გაცნობა.

 

პროექტს - „რეგიონული მედია ტრეფიკინგის პრევენციისთვის იმერეთში“ - საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია ახორციელებს. პირველი საინფორმაციო შეხვედრა იმერეთის რეგიონში არსებული პრესის, ტელე-რადიო მაუწყებლობისა და ინტერნეტმედიის წარმომადგენლებისათვის გაიმართა  24  სექტემბერს ქუთაისში, გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“ რედაქციაში.

 

საინფორმაციო შეხვედრა წარმართეს რეგიონული მედიის ასოციაციის, იუსტიციის სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზიციის წარმომადგენლებმა.

 

„ამ შეხვედრების დროს  ინფორმაცია მიეწოდება მოსახლეობას, სწორედ მასმედიის საშუალებით, თუ რა არის დანაშაული, რა საფრთხეებს მოიცავს ტრეფიკინგი, როგორ უნდა ავარიდოთ თავი ამ დანაშაულს, ვის უნდა მივმართოთ დახმარებისთვის და რა სერვისებს გვთავაზობს სახელმწიფო. ძირითადი ჩვენი ამოცანა არის, ჩავატაროთ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები ტრეფიკინგის შესახებ და შევიმუშავოთ სახელმწიფო პოლიტიკა, რათა ვებრძოლოთ მას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ,“ - აღნიშნა ტრენინგის მსვლელობისას ქეთევან სარაჯიშვილმა, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის მრჩეველმა.

 

შეხვედრაზე მასმედიის წარმომადგენლები, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინატორ, ნათელა მჟავანაძისგან გაეცვნენ მიგრაციის ლეგალურ გზებს, მიგრანტების უფლება-მოვალეობებს, არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებს და ა.შ.

შეხვედრის დასასრულს იურისტმა პაატა ცნობილაძემ მასმედიის წარმომადგენლებს გააცნო, თუ როგორ უნდა გააშუქონ მათ ტრეფიკინგის თემა, როგორ უნდა მოიძიონ ინფორმაციის წყაროები, ასევე შეეხო ჟურნალისტიკის ეთიკურ ნორმებს.

 

საინფორმაციო შეხვედრაზე გამოცხადდა კონკურსი რეგიონული მედიისთვის, საუკეთესო ბეჭდური სტატიის, საუკეთესო მულტიმედიური ონლაინმასალის, საუკეთესო ტელე და რადიო სიუჟეტისთვის. პროექტის დასასრულს, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და ინტელექტუალური პრიზებით.

 

ამავე დღეს იუსტიციის სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისი ორგანიზაციის ინიციატივით ქუთაისის იუსტიციის სახლში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქუთაისის სკოლების მოსწავლეები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ხოლო მეორე დღეს რეგიონული მედიის ასოციაციისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ უფროსკლასელებს შეხვდნენ და ტრეფიკინგის პრევენციაზე ესაუბრნენ.

 

 

***

ქუთაისისა და წყალტუბოს სკოლებში ტრეფიკინგის პრევენციის საინფორმაციო კამპანიის წარმართვაში გაწეული დახმარებისთვის რეგიონული მედიის ასოციაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს.

 

თამარ გოგიჩაიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 38759
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია