დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მთავრობა და პრეზიდენტი ავღანეთში ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამენ
2015/09/23 09:52:33

დუმილით პატივი მიაგეს.

საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ეს უდიდესი დანაკარგია და მიუსამძიმრა დაღუპულის ოჯახს.

"გუშინ საღამოს ავღანეთში, პატრულირების დროს მოხდა შეტაკება და სამწუხაროდ დავკარგეთ ჯარისკაცი. მინდა მის ოჯახს მივუსამძიმრო ეს საშინელი ტრაგედია,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერმა თავდაცვის მინისტრს დაავალა დაკრძალვასთან დაკავშირებით უწყებამ ყველა საკითხი უზრუნველყოს. ფინანასთა სამინისტროს კი დაღუპულის ოჯახისთვის კომპენსაციის სახით, კანონით განსაზღვრული 100 ათასი ლარის გამოყოფის საკითხის უზრუნველყოფა დაავალა.

ღარიბაშვილმა ავღანეთში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის შესახებაც მიაწოდა მთავრობის წევრებს ინფორმაცია. პრემიერის თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

 

ავღანეთში ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტი. მისი თქმით, ეს ქვეყნისთვის უმძიმესი დანაკარგია. გიორგი მარგველაშვილი უსამძიმრებს და თანადგომას უცხადებს გარდაცვლილი ვასილ ყულიჯანიშვილის ოჯახსა, თანამებრძოლებს შეიარაღებულ ძალებს და მთელ ქვეყანას.

"ეს უმძიმესი დანაკარგია ჩვენი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ფასდაუდებელია სამშობლოსათვის თავდადებული თითოეული მამულიშვილის სიცოცხლე.

ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, თანამებრძოლებს შეიარაღებულ ძალებს და მთელ ქვეყანას," - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

წყარო: http://rustavi2.com/

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2384
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია