დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის უნივერსიტეტსა და ხერსონის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2015/09/19 15:48:51

ქუთაისის უნივერსიტეტსა და ხერსონის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ქუთაისის უნივერსიტეტის მხრიდან,  საზოგადოების დირექტორმა ნინო ხაზარაძემ და ხერსონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან რექტორმა ვასილ სტრატონოვმა.

ქუთაისის უნივერსიტეტის ცნობით, მემომრანდუმი ევროკავშირის „TEMPUS“ პროგრამის „Cruise-T“ პროექტის ფარგლებში გაფორმდა. პროექტის ფარგლებში 6-13 სექტემბერს უკრაინის ქ. ხერსონში გაიმართა მორიგი საკოორდინაციო-სამუშაო შეხვედრები და პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარჩინებული სტუდენტებისთვის ჩატარდა საზაფხულო სკოლა.

ქუთაისის უნივერსიტეტის ცნობით, „Cruise-T“ პროექტი მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონში (საქართველო და უკრაინა) საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის კომპეტენციის ცენტრების ქსელის შექმნას, რომლის ძირითადი ამოცანა აღნიშნულ რეგიონში ზოგადად ტურიზმის ხელშეწყობა და განვითარებაა ტურისტული კვლევების რეგულარულად ჩატარებითა და პროფესიული საკონსულტაციო მომსახურების გაწევის გზით. პროექტში მონაწილეობს 7 სხვადასხვა ქვეყნის (გერმანია, იტალია, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა და საქართველო) 20 პარტნიორი ორგანიზაცია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4468
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია