დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დანელიამ ღამე ქარხანაში გაატარა
2015/09/19 15:44:11

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი კახეთის რეგიონში ღვინის ქარხნებში  ყურძნის  ჩაბარების და გადამუშავების პროცესს გაეცნენ.

 

სამინისტროს  ხელმძღვანელმა პირებმა ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში კომპანიების - შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, შპს „მეღვინეობა გრანელი“, სს „კოტეხის ღვინის ქარხანა“ და სს „გურჯაანი 1929“ - ქარხნები დაათვალიერეს.  აღნიშნულიკომპანიები რთველის დაწყებიდან ჩართული არიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში  და შეუფერხებლად განაგრძობენ  მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვას.

 

ოთარ დანელია  ღვინის მწარმოებელი კომპანიების  წარმომადგენლებს  შეხვდა და საწარმოებში არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ვინაიდან რთველი აქტიურ ფაზაში შედის და კახეთის მასშტაბით დღე-ღამის განმავლობაში  ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელი უკვე რამდენიმე ათას ტონას აღწევს, მნიშვნელოვანია საწარმოების მხრიდან  მევენახეების მაქსიმალური ხელშეწყობა მოხდეს. აუცილებელია  ყურძნის მიღება ქარხნებმა ორგანიზებულად და შეუფერხებლად მოახდინონ, რათა მოსახლეობას  რიგში დიდხანს დგომა არ მოუწიოს.

 

მინისტრი ქარხნებში ყურძნის ჩასაბარებლად მისულ  მევენახეებს გაესაუბრა და რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მევენახეებმა აღნიშნეს, რომ რთველი აქტიურ ფაზაში შედის და მნიშვნელოვანია ყურძნის ჩაბარება შეუფერხებლად შეძლონ.

 

აღსანიშნავია, რომ 18 სექტემბერს (ერთ დღე-ღამეში) კახეთის  რეგიონში 4 ათას ტონაზე მეტი ყურძენიგადამუშავდა.

 

რთველი კახეთის თითქმის ყველა რაიონში მიმდინარეობს. 19 სექტემბრის 12:00 სთ-ის მდგომარეობით, გადამუშავებულია 19 200  ტონაზე მეტი ყურძენი. ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 10,5 მლნ ლარს გადააჭარბა. კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 33 ღვინის მწარმოებელი კომპანია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7786
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია