დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
2015/09/17 10:37:11

საქართველოს განათლებისა და მეცნერების სამინისტრო ეხმაურება რიგი მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების  პროექტის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

სამწუხაროა, რომ წილკნის ახლადგახსნილ საჯარო სკოლაში პრემიერის ვიზიტისას, რამდენიმე ინტერნეტგამოცემამ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ფრაზას. 

პრემიერთან საუბარში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ განსაკუთრებით ხელმოკლე ოჯახებისთვის უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების დარიგება უმნიშვნელოვანესია, რადგან სახელმძღვანელოების შეძენა არცთუ მცირე თანხებს უკავშირდება. შესაბამისად, მან პრემიერს განუმარტა, რომ მართალია, სახელმძღვანელოების ნაწილი ახალი, ნაწილი კი, მაღალი ქულებით არის შეფასებული, მაგრამ  მთავარი ბავშვების წიგნებით უზრუნველყოფაა.

 

სამინისტრო  მედიასაშუალებებს მოუწოდებს, ყურადღებით მოეკიდონ მსგავს თემებს, რადგან მოსწავლეებთან დაკავშირებული ყველა საკითხი მეტად სენსიტიურია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4892
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია