პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია მიიჩნევს, რომ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა უკანონოდ გაუხანგრძლივდა და იგი უნდა გათავისუფლდეს.
„ეს უკვე მართლაც სასაცილოა! პირადი მწარე გამოცდილებიდან ვიცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი.გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის ვადა მართლაც ყველანაირ დასაშვებ ნორმას გასცდა. როდესაც მე ვიყავი პატიმარი, მახსოვს, რას ვფიქრობდი ინერტულ, უნიათო, უსინდისო საზოგადოებაზე, რომელიც ჩუმად იყო ყველაფერზე, რაც მას პირადად არ შეხებია...“, - წერს გამსახურდია „ფეისბუქში“.
შეგახსენებთ, უგულავას საქმეზე დაცვის მხარემ საკონსტიტუციო სასამართლოში, პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები გაასაჩივრა, რომელიც ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების წესებს არეგულირებს.
გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს გუშინ, 17:00 საათზე უნდა გამოეცხადებინა, მაგრამ მისი ავადმყოფობის გამო, სხდომა გადაიდო.