დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
35 რჩევა მშობლებს ბავშვებისაგან
2015/09/17 09:52:13

1.ნუ გამათამამებთ. ამით მხოლოდ დამაზიანებთ. კარგად მესმის, რომ რასაც ვითხოვ, ყველაფერი არ მეკუთვნის. მე მხოლოდ გცდით. თუ გამივა, ჩემი მორჯულება გაგირთულდებათ.

2. გამოიჩინეთ სიმტკიცე ჩემთან მიმართებაში. სწორედ ასეთ მიდგომას ვანიჭებ უპირატესობას. სწორედ ეს მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიპოვო საკუთარი ადგილი.

3. არ უპასუხოთ ჩემს ორაზროვან ან სულელურ შეკითხვებს. თუ ამას გააკეთებთ, სულ უფრო მეტს მოგთხოვთ და მალე გაიძულებთ, მხოლოდ ჩემით დაკავდეთ.

4. დიდ ყურადღებას ნუ დაუთმობთ ჩემს მსუბუქ ავადმყოფობებს. შეიძლება ამ ყველაფერმა იქამდე მიმიყვანოს, რომ ავადმყოფობის პროცესი მესიამოვნოს და გადავწყვიტო, რომ თქვენი ყურადღება მხოლოდ მე მეკუთვნის.

5. თუ ცუდი ჩვევა მაქვს, ზედმეტად ყურადღება არც ამაზე გაამახვილოთ. ეს მხოლოდ დამეხმარება ამ ჩვევის გამყარებაში.

6. ნუ მაიძულებთ, თავი უფრო პატარად ვიგრძნო, ვიდრე ვარ. ასე მტირალა და მომთხოვნი გავხვდები.

7. ნურაფერს გააკეთებთ ჩემ ნაცვლად. მასწავლეთ – მე ყველაფრის კეთება შემიძლია. სხვა შემთხვევაში ჩემს მსახურად გადაგაქცევთ.

8. ნუ აჰყვებით ჩემს პროვოკაციებს. მათ თქვენს გულდასაწყვეტად ვაწყობ. თუ აჰყვებით, ამით მაშინ ვისარგებლებ, როცა მომესურვება.

9. ნუ მომთხოვთ დაუყოვნებლივ ახსნა-განმარტებებს, რატომ ჩავიდინე ესა თუ ის საქციელი. ამაზე პასუხი ხშირად თვითონაც არა მაქვს.

10. ნუ გამომცდით. შემეშინდება და იოლად ვიქცევი ცრუპენტელად.

11. ნუ გადაყვებით ჩემს შიშებს. ასე უფრო შემეშინდება. უბრალოდ, მაგრძნობინეთ თქვენი მხარდაჭერა.

12. საკუთარი მაგალითით მაჩვენეთ, რა არის სიმამაცე.

13. ნუ შემპირდებით იმას, რისი შესრულებაც არ შეგიძლიათ. ამგვარად მე თქვენს რწმენას დავკარგავ.

14. ყველაფერი თანამიმდევრულად აკეთეთ. ქაოსური ქმედებები თავ-გზას მიბნევენ.

15. ტყუილად ნუ ამომიჩემებთ, უმიზეზოდ არ მებუზღუნოთ. თუ ასე მომექცევით, იძულებული გავხდები თავი დავიცვა ან აღარ მოგისმინოთ.

16. არ წამიკითხოთ ნოტაციები. არ მომწონს შეგონების ასეთი ფორმა. მე ისედაც ვიცი, რა არის კარგი და რა – ცუდი.

17. არც კი მიმანიშნოთ იმაზე, რომ თქვენ უნაკლო ხართ და არასოდეს დაგიშვიათ შეცდომა. არ მინდა თქვენი გაიდეალება, რადგან ვიფიქრებ, რომ მე ვერასოდეს გავხდები იდეალური.

18. ნუ გწყინთ, როდესაც გეუბნებით – „ვერ გიტანთ”. სინამდვილეში მიყვარხართ. უბრალოდ მინდა, რომ გული ისე გატკინოთ, როგორც თქვენ მატკინეთ.

19. თუ მეუბნებით, რომ გიყვარვართ და სანაცვლოდ რამეს მთხოვთ, მშვენივრად ვხვდები, რომ მევაჭრებით. სხვა დროს მეც მივმართავ ამავე მეთოდს.

20. ნუ მაგრძნობინებთ, რომ ჩემი საქციელი სასიკვდილო ცოდვაა. მაქვს უფლება შეცდომებიც დავუშვა და გამოვასწორო კიდეც ისინი. თუ იმაში დამარწმუნებთ, რომ მართლაც უვარგისი ვარ, მომავალში შემეშინდება რაიმის კეთება, თუნდაც დარწმუნებული ვიყო, რომ ცუდს არაფერს ვაკეთებ.

21. ნუ შეეცდებით, ამარიდოთ შეცდომის შედეგი. თქვენსავით მეც საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობ და პირადი გამოცდილება მჭირდება.

22. არ დაგავიწყდეთ, რომ მიყვარს ექსპერიმენტები. ამ გზით სამყაროს შევიცნობ.

23. ნუ შეეცდებით გაგანია კონფლიქტში ჩემი საქციელის გარჩევას. ზოგიერთი ობიექტური მიზეზის გამო ამ დროს არაფერი მესმის, თქვენთან თანამშრომლობის სურვილი არ გამაჩნია. უმჯობესი იქნება, თუ ამას კონფლიქტის ჩავლის შემდეგ გააკეთებთ.

24. ნუ მომცემთ შენიშვნას სხვისი თანდასწრებით. გაცილებით მეტ ყურადღებას მივაქცევ მას თქვენთან პირისპირ საუბრის დროს.

25. გახსოვდეთ, რომ თქვენი თანადგომის გარეშე კარგად ვერ განვვითარდები, მაგრამ საქებარი სიტყვები, დამსახურებულადაც რომ მეკუთვნოდეს, დავიწყებას მიეცემა, თქვენი უხეში შენიშვნა კი კარგა ხანს მემახსოვრება.

26. მინდა მჯეროდეს, რომ მე არა მხოლოდ სექსუალური სიამოვნების, არამედ სიყვარულის შედეგად დავიბადე. თქვენ შორის ჩხუბი კი ძალიან ცუდი აზრისკენ მიბიძგებს.

27. თუ დავინახე, რომ ჩემი და-ძმა მეტად გიყვართ, ვიდრე მე, მათ თავს დავესხმები. ნუ გაგიკვირდებათ, ეს სამართლიანი იქნება.

28. მაინტერესებს საპირისპირო სქესი და რაც უფრო მიჩქმალავთ ამ თემას, არ ამიხსნით, როგორ უნდა მოვიქცე, რა არის ლტოლვა ან სიყვარული, ამის შესახებ უფროსი ბავშვები მიამბობენ. ამიტომ უმჯობესია მოიფიქროთ, როგორ მითხრათ.

29. ამიხსენით, რას წარმოადგენს ჩემი სხეული, რა ღირებულება აქვს მას. თუ არ ამიხსნით, ვნებებს ავყვები და საკუთარ სხეულს ისე გამოვიყენებ, როგორც მომესურვება, შეზღუდვების გარეშე. ამიტომ ინტიმურ შეკითხვებს პასუხები სჭირდება, ნუ ეცდებით თავიდან ჩემს მოშორებას. თუ მომიშორებთ, მე აღარაფერს გკითხავთ და ინფორმაციას სხვაგან მოვიძიებ.

30. კარგად ვგრძნობ, როდის გიჭირთ. არ დამიმალოთ და არ დამემალოთ. მომეცით იმის შანსი, რომ თქვენთან ერთად განვიცადო. როდესაც თქვენ ნდობას გამომიცხადებთ, მეც მიგენდობით.

31. არაფერია, თუ ერთად ცოტა დროს ვატარებთ. ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია რამდენად ხარისხიანად ვატარებთ ამ დროს.

32. ნუ დამარწმუნებთ, რომ „ძალა აღმართს ხნავს”. არ მიმაჩვიოთ იმას, რომ ფიზიკური ძალა ყველაფერს წყვეტს.

33. იყავით ყურადღებით, როდესაც ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დადგება და სამეგობრო წრის არჩევა მომიწევს. ჩემი თანატოლების აზრი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახდება. მე კი თქვენ მიმართ უფრო კრიტიკული ვიქნები. თქვენი სიტყვები და საქმე ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს.

34. მომექეცით ისე, როგორც მეგობრებს ექცევით. მაშინ მეც თქვენი მეგობარი გავხდები.

35. მაგალითებით მეტს ვსწავლობ, ვიდრე კრიტიკით.

 

წყარო: http://edu.aris.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 22546
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია