დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
ამერიკელი მომღერალი მარიამ ბიბილური საქართველოში კონცერტებს მართავს
2015/09/14 09:18:45

მარიამ ბიბილურის ტურნე საქართველოში


საქართველოს, ქართველი ემიგრანტი მომღერალი, მარიამ ბიბილური ეწვია. მარიამი უკვე რამოდენიმე წელია წარატებით მოღვაწეობს ნიუ-იორკში და აღიარებულია, როგორც ეთნო-ჯაზის ერთ-ერთი წარმატებული ავტორ-შემსრულებელი.

 

14 სექტემბრიდან მარიამი და მისი გიტარისტი ჯასტინ მატეუსი გეგმავენ ტურნეს ბათუმსა და თბილისში, რომელიც ბათუმის საერთაშორისო ფილმების ფესტივალის (BIAFF) ფარგლებში გამართული კონცერტით დაიწყება და თბილისში, კონცერტით დასრულდება. კვირეულის განმავლობაში მარიამს დაგეგმილი აქვს სხვადასხვა კონცერტი და მასტერ კლასი. ახალგაზრდა მომღერლის ამჟამინდელი ვიზიტის მიზანია ქართველ მსმენელს უკეთეგააცნოს საკუთარი შემოქმედება და მისი ბოლო ალბომი „GATES", რომელიც მისივე თქმით ერთგვარი მაკავშირებელია ქართულ ფოლკლორსა და თანამედროვე მუსიკას შორის.

 

"მე ამერიკაში მიცნობენ, როგორც ქართველ მომღერალს. ჩემს სიმღერებს გასდევს ქართული ფოლკლორის ჟღერადობა და თითოეული ჩემს სიმღერაში ჩანს ქართული კულტურა, რომელიც ძალიან მოსწონს ამერიკელ მსმენელს. დიდი სურვილი მაქვს ქართველმა მსმენელმაც გაიცნოს ჩემი ამერიკული მუსიკის ჟღერადობა და ჩემი რეპერტუარი". - განაცხადა მარიამმა ტურნეს დაწყებამდე.

მარიამ ბიბილურის მუსიკალური ისტორია მისი ბაბუის შოთა ბიბილურის მუსიკალურ კარიერას უკავშირდება. სუხიშვილების ანსამბლის პირველი მუსიკალური ხელმძღვანელის, შოთა ბიბილურის წყალობით მარიამი ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან მიეჩვია ქართულ საკრავებთან ურთიეთობას და ხალხური სიმღერაც სწორედ ამ ასაკიდან იწყებს გავლენას მის შემოქმედებაში. ამერიკაში, კერძოდ კი ბერკლის მუსილაკურ კოლეჯში მიღებულმა განათლებამ მარიამს მისცა შესაძლებლობა, რომ მას სრულიად განსხვავებული სტილი შეეთავაზებინა საკუთარი მსმენელისთვის, რომელიც გახლავთ, ჯაზის, სოულისა და ფოლკლორის ნაზავი. ავტორ-შემსრულებელი მარიამ ბიბილური 2012 წლის ნიუ-იორკის კონკურსის ფინალისტი და პრიზიორია. ამერიკული პრესა მარიამს აღიარებს, როგორც უნიკალურ ავტორ-შემსრულებელს, რომელიც მუდმივად აფართოვებს მუსიკის საზღვრებს. 
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5705
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია