დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სიყვარულიდან ძალადობამდე
სოფიკო წილოსანი: „პირველმა მეუღლემ ცხოვრება დამინგრია“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/01/09 23:29:00

 სიყვარულიდან ძალადობამდე...


ეს ამბავი ისე დაიწყო, როგორც მილიონობით სხვა სიყვარულის ისტორია:

 

გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი გაიცნეს, ურთიერთსიმპატიის მერე, მალევე მოვიდა დიდი გრძნობა ( მაშინ ასე ეგონათ) და გაცნობიდან  7 თვეში ოჯახიც შექმენს.

 

სოფიკო წილოსანი ლანჩხუთიდან საცხოვრებლად მეუღლის, სერგო ტვილდიანის ოჯახში , ქუთაისში გადმოვიდა.

 

ახლადშექმნილ ოჯახში პრობლემებმა მალევე იჩინა თავი. ქმრის გაუწონასწორებელი და აგრესიული ხასიათი სოფიკოსთვის მოულოდნელი აღმოჩნდა,სერგო სრულიად უმიზეზოდ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ხშირად აყენებდა მეუღლეს, იმის მიუხედავადაც კი, რომ იგი უკვე ფეხმძიმედ იყო.უფრო მეტიც,ყოფილა შემთხვევა, რომ ფეხმძიმობისას ისეთი შეურაცხყოფა მიუყენებია ქმარს, რომ ლამის თვითმკვლელობაც უცდია სოფიკოს.


წელიწადსა და 6 თვეში მათი ოჯახი დაინგრა.

 

სოფიკო თავის პატარა ბიჭუნასთან ერთად გურიაში,მშობლების სახლში დაბრუნდა. ყოფილი ქმარი და მისი ახლობლები თითქოს სამუდამოდ წარსულს ჩაბარდნენ...

 

ამასობაში კი სერგო ტვილდიანი დაიჭირეს, გაასამართლეს ყაჩაღობის მუხლით და 12 წელი მიუსაჯეს.

 

სოფიკო წილოსანი თბილისში გადადის საცხოვრებლად, სადაც, 2011 წელს მეორედ იქორწინა თეიმურაზ კირვალიძეზე.

სწორედ ამ მომენტიდან იწყება ახალგაზრდა ქალზე ყოფილი ქმრისგან ძალადობის ახალი ეტაპი.

 

სოფიკოსთან და მის მეუღლესთან გამუდმებით რეკავდნენ ტვილდიანის ნათესავები, მეგობრები, თავად სერგოც (ციხიდან) და ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით.

მუდმივი სტრესის და ნერვიულობის ნიადაგზე სოფიკოს დედა მძიმედ დაავდდა და  2012 წლის აგვისტოში გარდაიცვლა.

სერგო ტვილდიანმა ციხიდან ისიც კი მოახერხა, რომ შვილი წაართვა სოფიკოს და ბავშვის აღზრდა ტვილდიანის დედამ ითავა.

 

მოძალადისგან რომ როგორმე დაეცვათ თავი, სოფიკო დათეიმურაზი ხშირად იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილს, თუმცა მოსახდენი მაინც მოხდა: 2012 წლის 17 დეკემბერს თეიმურაზ კირვალიძეს გზაში უცნობი პირები დახვდნენ და სასტიკად ცემეს, რის შედეგადაც მან მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება,  რაც საბოლოოდ დიაბეტის, ფსიქიკური აშლილობის და ცემისგან ღვიძლის დაზიანებით დასრულდა.


მალევე გაირკვა, რომ მას თავს დაესხა სერგო ტვილდიანის ბიძაშვილები და მეგობრები.

 

მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც არერთგზის მიმართეს პოლიციას და მოძალადეებისგან დაცვა თხოვეს, სოფიკო წილოსანისა და თეიმურაზ კირვალიძის დახმარება და დაცვა პრქტიკულად ვერავინ შეძლო.

 

 

სოფიკო და თეიმურაზი

 

სოფიკო შვილთან ერთად

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 51326
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია