დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეგიონული მედიის ასოციაციამ რუსთაველ ახალგაზრდებთან საარჩევნო უფლებებზე შეხვედრა გამართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/09/12 20:31:21

დღეს, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში რეგიონული მედიის ასოციაციამ ახალგაზრდებისთვის სემინარი გამართა.


ღონისძიების მონაწილე ქართველ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე მიაწოდეს: საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელი; ქვეყნის მართვის პროცესშიამომრჩევლის მონაწილეობის გზები (უშუალო დემოკრატია -არჩევნები, რეფერენდუმი, პლებისციტი); არჩევითი ორგანოების ფორმირება/საარჩევნო სისტემა საქართველოში.

 

ახალგაზრდები გაეცნენ, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური სუბიექტებისთვის განსაზღვრულ მოქმედების ნორმებს, ასევე კონკრეტულად არჩევნების დღესთან დაკავშირებულ საკითხებს. საარჩევნო პროცედურებზე ახალგაზრდების ინფორმირებისთვის გაიმართა თამაშები, სადაც იმიტირებული იყო არჩევნების დღის სხვადასხვა მონაკვეთში სავალდებულო მოქმედებები.

 

 

სემინარი ,,რეგიონული მედიიის ასოციაცია"- პროექტის: ,,რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განვითარებისთვის" - ფარგლებში გამართა. პროექტი ფინანსდება ,,საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი"- მიერ.

 

მანონი ბოკუჩავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12010
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია