დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახეთში რთველის მიმდინარეობას ეცნობა
2015/09/09 19:24:35

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი რთველის მიმდინარეობის საკითხებს თელავში, რთველის საორგანიზაციო შტაბში გაეცნო.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, კახეთში ღვინის რამდენიმე კომპანიამ ყურძნის მიღება უკვე დაიწყო.

რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად და ყურძნის მოსავლის დაბინავებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს  მკაფიოდ განსაზღვრული სამოქმედო გეგმა აქვს. არსებული კონიუნქტურის გათვალისწინებით, რაც რეგიონში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას გულისხმობს, რთველი 2015-ის ფარგლებში,  1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე - 35 თეთრის, ხოლო  1 კგ საფერავზე - 15 თეთრის ოდენობის  სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. აღსანიშნავია, რომ შარშანდელთან შედარებით, ყურძნის სუბსიდის ნიშნული არ შემცირებულა. ამავე დროს, სახელმწიფო მზად არის მინიმალური საგარანტიო პირობები შექმნას და ყურძნის იმ ჭარბი სექტორის, რომელსაც კერძო კომპანიები არ მიიღებენ, ჩაბარება უზრუნველყოს. შესაბამისად, ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება. გლეხი შეძლებს ყურძნის მომგებიანად რეალიზებას.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ყურძენს არ ჩაიბარებს უფრო მეტ ფასად, ვიდრე კერძო სექტორი. ჩვენ ვითვალისწინებთ ორივე მხარის ინტერესს.  ჩვენ ხელს არ შევუშლით ინდუსტრიის განვითარებას, სახელმწიფო არ უნდა გახდეს ადგილობრივი მეწარმეების კონკურენტი. ხელოვნურად გაზრდილი ფასები   ქართული ღვინის პერსპექტივას გააუარესებს. ჩვენ პოლიტიკა არის თანმიმდევრული - სახელმწიფო ყურძენს ჩაიბარებს იმავე ფასში, რაც ბაზარზე იქნება დაფიქსირებული. სამინისტროს წინასწარი შეფასებით, ყურძნის მოთხოვნა-მიწოდების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გლეხი იქნება მომგებიან მდგომარეობაში.

 

თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის გარემოება, რომელიც დღეს გვაქვს. 2014 წელს ღვინის ექსპორტი იყო მზარდი. 2014 წლის ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეცვალა რეალობა იმ საექსპორტო ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინო მოთხოვნადია. ჩვენ ვითვალისწინებთ მევენახეობის უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს სოფლის მეურნეობაში. სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს მათი ხელშეწყობისთის. ისევე როგორც შარშან, წელსაც რთველი ორგანიზებულად ჩაივლის და წინასწარი ნეგატიური შეფასებები, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2424
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია