დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სკოლებში ახალი საგნის – ,,მე და საზოგადოება” სწავლება გადაიდო
2015/09/08 16:04:05

საჯარო სკოლებში საგნის ,,მე და საზოგადოება” სწავლება სავარაუდოდ, მომავალი წლიდან არ დაიწყება. ამის შესახებ Aris.ge-განათლებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განუცხადა.

გიგაურის ინფორმაციით, საგნის სტანდარტის ირგვლივ მსჯელობა  დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა.

,,საგნის ,,მე და საზოგადოგადობა” სწავლება წლევანდელი წლის სექტემბერში არ დაიწყება. ეს საგანი გახლავთ ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილი და ამ გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში იგეგმება ამ საგნის შემოღებაც. ვგეგმავდით, რომ შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ გამოგვეცხადებინა გრიფირება. თუმცა განხილვა გრძელდება, როდესაც შევჯერდებით სრულყოფილად, მხოლოდ ამის შემდეგ გამოცხადდება ბეჭდვაზე კონკურსი. სახელმძღვანელოების დაბეჭვდის შემდეგ კი დაიწყება სწავლება. გეგმით განსაზღვრული იყო მომვალ სასწავლო წელს. თუმცა რადგან განხილვის პროცესი გაგრძელდა სავარაუდოდ ამ საგნის სწავლება კიდევ უფრო გადაიწევს,”- განაცხადა ლია გიგაურმა.

მინისტრის მოადგილე არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრების მიერ გამოთქმულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა. გიგაურის თქმით, მცდარია განცხადება,  რომ საგნის სტანდარტი სამინისტრომ კონსულტაციების მიღების გარეშე დაამტკიდა.

,,ამ საგნის სტანდარტი ორი წლის განმავლობაში იხვეწებოდა. ამ პროცესში ფართოდ იყვნენ ჩართულები საჯარო სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, ექსპერტები და განათლების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. მათგან არაერთი რეკომენდაცია მივიღეთ. რაც მთავარია ჩვენს ვებგვერდზე იდო და ყველას ჰქონდა საშუალება გასცნობოდა და  აზრი მოეწოდებინა. საგნის სტანდარტის შემუშავებაში საპატრიარქოც აქტიურად არის ჩართული,”- დასძინა გიგაურმა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი დამოუკიდებელი საგანი „მე და საზოგადოება“ სკოლებში III და IV კლასებში საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების ფარგლებში უნდა დაინერგოს. ახალ საგანში ძირითადი აქცენტები კეთდება მოსწავლის გარემომცველ სამყაროზე (ოჯახი, სკოლა, თემი), ჯანსაღი ცხოვრების წესზე, უსაფრთხოებაზე, ძალადობის საკითხებზე, ტოლერანტობაზე, სოციალური უნარების განვითარებაზე, სახელმწიფოზე, გარემოს დაცვაზე და სხვა.

 

წყარო:  http://edu.aris.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4354
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია