დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერია ნაციონალ დეპუტატს მათი მმართველობის პერიოდს ახსენებს
2015/09/07 11:59:13

ქუთაისის მერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს და პოსტის ავტორს, პარლამენტარ გიორგი თევდორაძეს ეხმაურება. მერიის პრესსამსახური სპეციალურ განცხადებას საკუთარ ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს. მერიაში აღიარებენ, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაუშვებელია შინაური პირუტყვის თავისუფლად გადაადგილება, თუმცა ნაციონალ დეპუტატს წინა ხელისუფლების მმართველობის  პერიოდში ნაგავსაყრელზე არსებულ მდგომარეობასაც შეახსენებს:  

 

ქუთაისის დასუფთავების განყოფილების პასუხი ნაციონალ დეპუტატს


პარლამენტის ნაციონალი დეპუტატი გია თევდორაძე, რომ ქალაქში საქონლის გადაადგილების მარშრუტით არის დაინტერესებული ეს ცუდი ნამდვილად არ არის. მას ეს ქალაქის საკეთილდღეო საქმეში შეტანილ წვლილში ჩაეთვლება. მისი მერობის პერიოდში კი ეს საკითხი უფრო აქტუალური იყო. 


2011- 2012 წლის, სტატისტიკის მიხედვით ქუთაისში 437 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია დაფიქსირებული, აქედან უმეტესობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ასევე გაუსაძლისი მდგომარეობა იყო ნიკეას ნაგავსაყრელზე, სადაც ყოველდღიურად ასობით პირუტყვი შედიოდა . (იხ.ფოტო) 2013 წელს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ნაგავსაყრელზე არსებული სიტუაციის მოგვარებაც შეძლო. ტერირტორია სუფთავდება და დაცულია ყოველგვარი ეპიდემიის გავრცელებისგან.


ქუთაისში, უქიმერიონის ტერიტორიაზე მოსახლეობის გარკვეული ნაწილის შემოსავლის წყაროს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი წარმოადგენს. ამის მიუხედავად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაუშვებელია პირუტყვის გადაადგილება. ამიტომაც, ქუთაისის მერიის ააიპ ,,სპეციალური სერვისები“ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს რეიდებს. დაჭერილი პირუტყვი გადაჰყავს სპეციალურ სადგომზე და ხდება ურჩი მეპატრონის დაჯარიმება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2434
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია