დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიციამ დაკარგული ბავშვი იპოვა
2015/09/06 09:37:27

29 აგვისტოს, რუსთავის საქალაქო სამმართველოში 14 წლის მოზარდის, დავით ლ-ს მშობლებისგან შევიდა შეტყობინება მათი შვილის დაკარგვის თაობაზე. პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე ოპერატიულად მოახდინა რეაგირება, შეიქმნა სამძებრო საქმე უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მიმართ. მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო სამძებრო ღონისძიებები, გამოიკითხა ყველა ის პირი, ვისაც კავშირი ჰქონდა დაკარგულ არასრულწლოვანთან.

 

სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკარგული დავით ლ. დღეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, რუსთავის საქალაქო სამმართველოში ჩაიყვანეს და ხელწერილის საფუძველზე მშობლებს უვნებლად ჩააბარეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2257
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია