დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სალომე ზურაბიშვილი: „მეღვინეობა გლეხის საქმეა და გლეხს უნდა დაუბრუნდეს“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/09/05 13:28:18

 

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ამჟამად უცხოეთში მოღვაწეობს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, სოციალური ქსელის საშუალებით ხშირად საუბრობს საქართველოს საჭირბოროტო საკითხებზე. ამჯერად ის თავისი ფეისბუქგვერდიდან ყურძნის სუბსიდირების პრაქტიკას აკრიტიკებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ეს კომუნისტური გადმონაშთი შეცვალოს უკეთესით. გთავაზობთ მის განცხადებას სრულად.


სანამდე უნდა გრძელდებოდეს ძველი კომუნისტური სისტემა ყურძენის ჩაბარების - გინდათ სახლემწიფო შესყიდვების ფორმით ან კიდევ მსხვილ მეწარმეების მიერ? და ასევე გაუთავებელი უკმაყოფილება დაწესებული ფასით გამოწვეული! 


მეღვინეობა გლეხის საქმეა და გლეხს უნდა დაუბრუნდეს .. კი არ აბარებდეს ყურძენს, თვითონ წურავდეს! თავის სახელს არქმევდეს და ამდენად ხარისხს თვითონ ამოწმებდეს და უფრტხილდებოდეს (როგორც აკეთებს თავის სახლის ვინისათვის)! და ბოთლებში ჩასხმა, ბოთლის გაფორმება, ბაზარზე გატანა თუ კი ერთი გლეხის შესაძლებებს აღემატება და მარტო ვერ ახერხეს, კოოპერატიული წესით შესაძლოა ერთი სოფლის ან რამდენინმე სოფლის მევენახეების შეჯგუფება და დანადგარების ერთად შესყიდვა.

 

(ასე ახწევს თავს მთელი იტალია, საფრაგეთი და ესპანეთი გარდა შემორჩენილი დიდი საწარმოები რომლებიც უბრალო და იაფფასიანმაგიდის ღვინოსუშვებენ) ... სახელმწიფო სახსრები ყურძნის სუბსიდირებაში კი არ უნდა იხარკჯებოდეს, არამედ ასეთ წვრილ მევენახეობის დახმარებაში, წაქეზებაში, პირველადი სესსხებით, შემოსავალის დაზღვევის დაფინანსებით (გვალვამ თუ სეტყვამ რომ დააზიანოს იმ სემტხვევაში) და კიდევ მრავალ პრაკტიკაში გამპოცდილ ფორმებით ... ასე გაიზრდება საქართველოში მაღალ ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა, საგვარეულო ღვინის წარმოება რომელიც გლეხსაც ფეხზე დააყენებს და სახელმწიფოსაც გაუთავისუფლებს თანხებს... ძლიერი გლეხობა ფეხზე რომ წამოდგება სახელმწიფო სუბსიდირებაზე და ყურძნის დაბალ ფასზე აღარ იწუწუნებს ...

 

მაგრამ არც მთავრობაზე აღარ იქნება დამოკიდებული საცხოვრებო მინიმუმის მისაღებად და ვერც ხელისუფლება ვეღარ შესძლებს ყურძნით ფასის აწევ დაწევით გლეხობის ხელსი დაჭერას და საარცევნოდ მისი გამოყენებას..... ძლიერი გლეხობა, დამოუკიდებელი სოფელი ესაა თავისუფალი საზოგადოების საწინდარი! ამიტომაც არცერთი ხელისუფლება ამას არ ცდილობს და გრძლედება უცვლელი განაცხადი : 
ამ წელს ყურძნის ფასი ........!"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9484
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია